ნიკა მელია: გრიგოლ ვაშაძე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი და არა, რომელიმე, ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის
01-08-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ NDI-ის გამოკითხვაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გაუკვირდა, ასეთი მინიმალური მხარდაჭერაც რომ დაიმსახურა „ქართულმა ოცნებამ“.


მელიამ საკუთარი პარტიის კანდიდატზეც ისაუბრა, და დასძინა, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების სჯერა, „როგორც არასდროს“. მანვე დაამატა, რომ „ბატონი გრიგოლ ვაშაძე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი და არა, რომელიმე, ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის“.


„რა განწყობებიც არის საზოგადოებაში, ის არის გადმოტანილი ამ კვლევაში. მეტიც, გულახდილად გეტყვით, გამიკვირდა კიდეც, ეს მინიმალური მხარდაჭერა საიდან აქვს „ქართულ ოცნებას“. გასაგებია საიდან აქვს - მინისტრების, გუბერნატორების, მოადგილეების და ადმინისტრაციული რესურსის ხმები არის ეს. შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი, „ვარდების რევოლუციამდე“, ქონდა უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს. ეს იმიტომ, რომ ტოტალური უმუშევრობა და სიღარიბეა, კორუფციაშია ჩაფლული მთელი ბიუროკრატია და ამაზე მთელი ქვეყანა საუბრობს. არათუ საუბრობს, ნათლად ჩანს ეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ის დაკვეთა, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს, მიხარია და მოხარული ვარ, რომ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ, ნაწილობრივ ვუპასუხეთ ამ მოთხოვნას და გვყავს საერთო, გაერთიანებული კანდიდატი. ისე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი და არა, რომელიმე, ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის“, განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი