ირაკლი კობახიძე: როცა ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებაში 3 მილიარდს ხარჯავს და ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი მას უწოდებს „ძუნწს“, ამას სჭირდება ოპონირება
01-08-2018, 21:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების კუთხით 3 მილიარდს ხარჯავს და ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი მას უწოდებს „ძუნწს“, ეს არის არანომალური მდგომარეობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას და დასძინა, რომ ტყუილების გასაქარწყლებლად „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა სიმართლე უნდა თქვან, რაც ბიძინა ივანიშვილის ქებას არ გულისხმობს.

 


„აქ შექებაზე არ არის საუბარი. როდესაც ადამიანს აქვს დახარჯული 3 მილიარდი მარტო ქველმოქმედებაზე და ასეთ პროექტებზე - თსუ-ს პირველი კორპუსი, ოპერა, რაგბის მოედნები და უამრავი ადამიანების დახმარება სოციალური და სხვა კუთხით. ამაზე საზოგადოებამ იცის, მაგრამ ადვილად შეიძლება დაგავიწყდეს ეს ყველაფერი იმ შტურმის ფონზე, რომელსაც ახორციელებს ოპოზიცია პარტიის თავმჯდომარის და დამფუძნებლის მიმართ. ეს არის რეალობა. საზოგადოებას ავიწყდება ხოლმე ეს ყველაფერი და მარტივად ხდება კონკრეტული ტერმინებით მანიპულირება, ცრუ ინფორმაციებით მანიპულირება. იმ დღეს მაგალითად, თქვენ იხილეთ ბიძინა ივანსვილის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა თავისი საქმიანობის შესახებ, ხეების გადარგვით დაწყებული, პროექტებით დამთავრებული, მათ შორის „პანორამასთან“ დაკავშირებით და მან ისაუბრა თუ რა კეთდება რეალურად და რა და როგორ ხდება. ორი დღის შემდეგ კი ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ლიდერის, ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის აბსოლუტურად ისტერიული საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ამ დროს ტყუილებს საუბრობდნენ რეალურად ორი საათის განმავლობაში საკმაოდ უხამსი და უზრდელური ფორმით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა გუნდს მართებს ამ ტყუილზე რეაგირება. როდესაც გვარამია და კვესიტაძე იტყუებიან, ამას სჭირდება რა თქმა უნდა პასუხი სიმართლესთან დაკავშირებით, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები... საუბარია ელემენტარულად იმაზე, რომ უნდა ითქვას სიმართლე. როცა ადამიანი ხარჯავს 3 მილიარდს ქველმოქმედებაზე და პროექტებზე და როდესაც მას კიდევ ერთი ე.წ. ჟურნალისტი უწოდებს „ძუნწს“ მაგალითად, ამას სჭირდება რა თქმა უნდა ოპონირება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი