ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება არ ეჩქარება, შეგვიძლია, აგვისტოს განმავლობაში მივიღოთ გადაწყვეტილება
02-08-2018, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება არ ეჩქარება, რადგან მათი კანდიდატი  ფარდობითი უპირატესობით ისარგებლებს და საარჩევნო კამპანიასაც უკეთესად დაგეგმავს. 

 

 

„სხვებს დასახელებული ჰყავთ კანდიდატები, შესაბამისად შეგვიძლია, კარგად შევაფასოთ მათი მინუსები, პლუსები და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია. როდესაც ჩვენმა კონკურენტებმა არ იციან, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, ასეთ დროს გვაქვს ფარდობითი უპირატესობა, ეს არის უმარტივესი, წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არ გვეჩქარება კანდიდატის დასახელება, შეგვიძლია, აგვისტოს განმავლობაში მივიღოთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, დაახლოებით ორთვიანი პერიოდი გვექნება საარჩევნოდ მომზადებისთვის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი