ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის შესახებ: „ასეთი პრეზიდენტი მე აღარ მინდა ვიხილო მომდევნო ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში“
02-08-2018, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ასეთი პრეზიდენტი მე აღარ მინდა ვიხილო მომდევნო ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას იმ ფაქტის შეფასებისას, როდესაც მიმდინარე წელს პარლამენტში მისული საქართველოს პრეზიდენტი დებატების გამართვას ითხოვდა, ხოლო ამის საშუალება მას საპარლამენტო უმრავლესობამ და პარლამენტის თავმჯდომარემ მას იმ მოტივით არ მისცა, რომ მათი თქმით, ამით რეგლამენტი ირღვეოდა.

 

 

„მან მოაწყო მარტივად პროვოკაცია, დაგეგმილი ჰქონდა წასვლა ქუთაისიდან ან დარბაზში არ სურდა მას გაჩერება და ამიტომ მოაწყო მან უმარტივესი სპეკულაციური პროვოკაცია. ძალიან მძიმე უხერხულობა მექმნება, როდესაც, ნახეთ, როგორ გარბის გიორგი მარგველაშვილი (კობახიძე მიანიშნებს იმ ვიდეო კადრებზე, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი პროტესტის ნიშნად ტოვებს სხდომათა დარბაზს) და რამდენად აგრესიულია ის ამ, ასე ვთქვათ, მოვლენის დროს. ეს არის ძალიან უხერხული. ასეთი პრეზიდენტი მე აღარ მინდა ვიხილო მომდევნო ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში. როდესაც ესე გარბის დარბაზიდან პრეზიდენტი და ასეთი აგრესიულია... მერე გახსოვთ თქვენ მისი ეთერები, ის აფრქვევდა აბსოლუტურ აგრესიას. ასეთი არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ის უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი, ბუნებრივია, სხვებისთვის. ასეთი პრეზიდენტი, აღარ გვინდა ბუნებრივია, ვიხილოთ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა: „სააკაშვილის გაქცევა გვახსოვს, მარგველაშვილის გაქცევა გვახსოვს და ამას სათანადოდ შეაფასებს ქართველი ამომრჩეველი“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი