ნიკა მელია: ივანიშვილთან ერთი-ერთზე საუბრისას წყდება თანამდებობებზე დანიშვნის და იქიდან გათავისუფლების საქმეები... კვირიკაშვილი ისე წავიდა, საოცრება გაუკეთეს, საკუთარი ოფიციალური Facebook-ის გვერდი დაუხურეს
03-08-2018, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ივანიშვილის მორიგი გადაწყვეტილებაა. მანვე დაამატა, რომ ასეთი საკითხები ივანიშვილთან ერთი-ერთზე საუბრისას წყდება. მელია ამტკიცებს, რომ მსგავსი ტიპის საუბრების საფუძველზე გათავისუფლდნენ ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი და ასე გათავისუფლდება ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, თუ ამას ივანიშვილი გადაწყვეტს.


„აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი ღარიბაშვილი რომ წავიდა, გვითხრა სად მიდის, როგორ მიდის?! ბატონი კვირიკაშვილი ისე წავიდა, საოცრება გაუკეთეს, საკუთარი ოფიციალური Facebook-ის გვერდი დაუხურეს, რომელიც მის მართვაში ისედაც არ იყო. ბატონ ღარიბაშვილს ეგ მაინც დაუტოვეს და პერიოდულად, „გილოცავთ ახალ წელს“ მაინც წერდა. ამ ადამიანს ესეც დაუხურეს. რა მოლოდინი გვაქვს, რომ გამოვა ქალბატონი გვენეტაძე და უფრო მაგარი აღმოჩნდება, ვიდრე ღარიბაშვილი იყო?! ძალიან მარტივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. ასეთ თანამდებობებზე საუბრები, ერთი-ერთზე საუბრისას წყდება ბატონ ივანიშვილთან. თანამდებობიდან გათავისუფლების საქმეებიც ერთი-ერთზე წყდება. ივანიშვილმა დეკლარირებულად განაცხადა, რომ მას ასე უნდა მართოს სახელმწიფო. ღარიბაშვილს დაუძახა, უთხრა - მოდი, გენაცვალე, გიცნობ დიდი ხანია, უნდა დაგნიშნო პრემიერ მინისტრად. ორი წლის წინ უთხრა - უნდა გაგიშვა. ღარიბაშვილს ამ ადამიანთან პრეტენზია არ ჰქონდა. ივანიშვილმა იგივე გაუკეთა კვირიკაშვილსა და გვენეტაძეს. ეს შიგნით შეთანხმებული თამაშის წესებია. ეს წესები, „ქართულ ოცნებაში“, შეთანხმებულია. თქვენ რა გგონიათ, ხვალ რომ დაუძახოს ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, გაიშლის თმებს და გაუწევს ივანიშვილს წინააღმდეგობას და ეტყვის, რომ ერის სამსახურში დგომა უნდა?! ნებისმიერი თანამდებობის პირს გადააყენებს ასე, მათ შორის, არჩევით თანამდებობის პირებსაც. თქვენ გგონიათ, რომ ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ?! დატოვებენ, რადგან ივანიშვილმა დასვა ისინი ამ თანამდებობებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი სისტემა შესაცვლელია“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი