ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი - გვემუქრება დიდი საფრთხე, რადგან ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით მის დეიდაშვილ უჩას უკვე აქვს სააფთიაქო ქსელი, სადაც ისინი აპირებენ მარიხუანას გაყიდვას და ასობით მილიონი დოლარის გაკეთებას
03-08-2018, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ემხრობა ამ ნაბიჯს, თუმცა დაამატა, რომ უნდა დაწესდეს რეგულაციები, როგორიც ჰოლანდიაშია.



სააკაშვილის თქმით, ეს კანონი ივანიშვილის ხელში მის ბიზნესად გადაიქცევა და მოსახლეობას ახალი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც მათ თავისუფლებას, ჯანმრთელობასა და გავითარებას უზრუნველყოფს. 

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის პირობებში, საქართველოში ჩვენ გვემუქრება დიდი საფრთხე, იმიტომ რომ მისმა დეიდაშვილმა უჩამ დაადგა თვალი უკვე ამას, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით, უკვე მათ აქვთ სააფთიაქო ქსელი, სადაც ისინი აპირებენ ამ ნარკოტიკებზე (მარიხუანაზე) ექსკლუზივის მოპოვებას, გაყიდვას და ასობით მილიონი დოლარის გაკეთებას", ამბობს სააკაშვილი მის მიერ ჰოლანდიიდან გავრცელებულ ვიდეოში. 

 

 



„მოგესალმებით, მინდა ვისაუბრო საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანას დაკანონების შესახებ. მე ვიმყოფები ამსტერდამში, მსუბუქი ნარკოტიკების რეალიზაციის კაფის წინ, რომელიც პირველი კაფე იყო, სადაც მსუბუქი ნარკოტიკები იყიდებოდა. ეს ადგილი ადრე პოლიციის შენობა იყო. მე ამ კაფეში ნამყოფი არ ვარ და არც ვაპირებ შესვლას. მიუხედავად ამისა, მე არ მაქვს პრობლემა იმ ადამიანებთან, ვინც აქ დადის. მე სხვა რამეზე მინდა გესაუბროთ. ჰოლანდიაში ეს ყველაფერი ძალიან მკაცრად რეგულირდება. მე რომ ეხლა აქ ამოვიღო პლანი და გავაბოლო, პოლიცია დამაჯარიმებს. თუმცა, შიგნით, არანაირი პრობლემაა. ჰოლანდიაში აკრძალულია, ამ ადგილების გარდა, სხვაგან ნარკოტიკებით ვაჭრობა და მათი მოხმარება. აღარ ვლაპარაკობ მძიმე ნარკოტიკებზე, რომლებზეც ძალიან მკაცრი რეგულაციებია. ასევე, აკრძალულია ნარკოტიკების მოყვანა და კულტივირება. ამას წინათ, მატარებელში შემხვდა შვედეთში მცხოვრები ქართველი ბიჭი, ეტყობა რეგულარული მომხმარებელია, მან მომიყვა, როგორ დააკავეს და დააჯარიმეს სტოკჰოლმში პლანის მოწევისთვის და ძალიან მეწუწუნა. აქ მოქმედებს მკაცრი საკანონმდებლო ფარგლები. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, კატეგორიულად არ ვეთანხმები, ამ თანამედროვე პირობებში, პლანის მოწევისთვის ადამიანის დაპატიმრებასა და ციხეში გაშვებას. ეს არის სრულიად არასწორი და კონტრპროდუქტიული. ციხეს აქამდე ნარკომანი არ გამოუსწორებია, მით უმეტეს, მსუბუქი ნარკოტიკების მომხარებელი, რომელიც არაფერ შუაშია. უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კანონის უზენაესობის პრინციპები, რომელიც საზოგადოების ინტერესებსა და ჯანმრთელობას ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის პირობებში, საქართველოში დიდი საფრთხე გვემუქრება, რადგან მისმა დეიდაშვილმა, უჩამ, უკვე დაადგა თვალი ამას, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით. მათ უკვე აქვთ სააფთიაქო ქსელი, სადაც ისინი აპირებენ ამ ნარკოტიკების ექსკლუზიურად მოპოვებას, გაყიდვასა და ასობით მილიონების გაკეთებას. ამ ყველაფერში მათ შეზღუდვები არ ექნებათ. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების თავისუფლად გაზრდა არის საქართველოს ბრენდი. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ინტერესების დამცველი და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ხალხის თავისუფლებას, განავითარებს საქართველოს, განათლებასა და განვითარებაში ჩადებს ძალიან ბევრ ფულს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების თავისუფლება, განვითარება და ჯანმრთელობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს. ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ ბინძური ოლიგარქი და მისი გუნდი ადამიანების უბედურებაზე ფულს ვერ შოულობდეს. ამის თქმა მინდოდა, მომავალ შეხვედრამდე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი