თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს 2015-2016 სასწავლო წლის მაისში ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში", - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.