ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო „ასაფეთქებელი დრონების მეშვეობით მკვლელობას გადაურჩა“
05-08-2018, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი დრონების მეშვეობით მისი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

 


მადურო ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში სამხედრო ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მასზე თავდასხმა განხორციელდა.

 


ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ იყურება მაღლა, შეშინებული პრეზიდენტი, ათეულობით ჯარისკაცი კი, გარბის.

 

 

 


მადურომ თავდასხმასა და მისი მკვლელობის მცდელობის წაქეზებაში მეზობელი კოლუმბია და შეერთებული შტატების შიგნით მოქმედი ელემენტები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას „ეჭვი არ ეპარება“, რომ თავდასხმის უკან კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დგას, რასაც ოფიციალურმა ბოგოტამ „უსაფუძვლო“ ბრალდება უწოდა.

 


თავდასხმისას დაზიანებები მიიღო შვიდმა ჯარისკაცმა, მოგვიანებით კი რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, იტყობინება BBC ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

 


ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ორი დრონი პრეზიდენტის სიახლოვეს აფეთქდა, განაცხადა კომუნიკაციების მინისტრმა, ჯორჯ როდრიგესმა.

 


მოგვიანებით, მადურომ ერისადმი მიმართვაში განაცხადა: „მფრინავი ობიექტი ჩემ სიახლოვეს აფეთქდა, დიდი აფეთქება იყო. წამების შემდეგ, მეორე აფეთქებას ჰქონდა ადგილი“.

 


სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ იცავენ დაცვის წევრები ტყვიაგაუმტარი დამცავი საშუალებებით მადუროს მას შემდეგ, რაც აფეთქება მოხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი