საუდის არაბეთი კანადასთან ინვესტიციებსა და სავაჭრო ურთიერთობებს ყინავს და ქვეყნიდან კანადის ელჩს აძევებს
06-08-2018, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საუდის არაბეთმა, კანადის მიერ სპარსეთის ყურის სამეფოს საშინაო საქმეებში „ჩარევისთვის“, კანადასთან ინვესტიციები და ახალი სავაჭრო კავშირები გაყინა.



საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერზე“ აღნიშნა, რომ მან გააძევა კანადის ელჩი და კანადაში მყოფ დესპანს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს. ეს გადაწყვეტილება კანადის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, კანადა „მძიმედ წუხდა“ ადამიანის უფლებათა რამდენიმე დამცველის დაკავების თაობაზე.



დაკავებულთა შორის იყო საუდის არაბეთის ქალთა უფლებების დაცვის კამპანიის მონაწილე სამარ ბადავი. ის საუდის არაბეთში არსებულ კაცების მეურვეობის სისტემას ებრძოდა.



საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, „ის ვერ შეეგუება ჩარევის ვერანაირ ფორმას“ საშინაო საქმიანობებში.



კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერ-რიადს მოუწოდა აქტივისტის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“. საუდის არაბეთის სამინისტრომ კანადის ეს პოზიცია „თავდასხმად“ მიიღო და განაცხადა, რომ ამიერიდან:



•    ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ინვესტიციები და ვაჭრობა გაიყინება;


•    კანადის ელჩი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და 24 საათი მისცა ქვეყნის დატოვებისთვის;


•    კანადაში მყოფი, საუდის არაბეთის ელჩი სამშობლოში იხმო;


•    უფლება დაიტოვა, დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად;



კანადის მთავრობას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი