მოსკოვმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომი“ 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო, ხოლო 2008 წლის 8 აგვისტო ამ ხანგრძლივი ომის უმძიმესი და საბედისწერო „ეპიზოდია!“
06-08-2018, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, საქართველოს მტერ-მოყვარისგან 10 წელია გვესმის კითხვა, - „ვინ დაიწყო ომი, 2008 წლის 8 აგვისტოს?!“

 


2008 წლის აგვისტოს ომი, „ერთ დღეში“, ანუ მოულოდნელად არ დაწყებულა, რადგანაც „ჰიბრიდული ომი“ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილს სსრკ-მ დაიწყო, როდესაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა! სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი, რუსეთის ფედერაციამ, როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრემ გააგრძელა მისგან „ბოძებული“ პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგია!

 


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აქტიურად, მაგრამ ფარულად ეხმარებოდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს, რასაც საქართველოს იურისდიქციის გავრცელების შეზღუდვა და ქართველების ეთნოწმენდა მოჰყვა ამ ორივე რეგიონში, - 2008 წლის აგვისტომდე, რუსეთი ცნობდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენელ რეგიონებად, ანუ აღიარებდა საქართველოს ტერიტორილ მთლიანობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით, რასაც რუსეთი ხელმოწერით ადასტურებდა გაერო-ს მიერ მიღებულ ყველა რეზოლუციაში, 1992-2008 წლებში!

 


2008 წლის 17 თებერვალს, აშშ–სა და ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, გაერო-ს წევრი სერბეთის სახელმწიფოში შემავალი კოსოვოს ავტონომიური ოლქის „დამოუკიდებლობის აღიარებით“, - შეიქმნა იმის საშიშროება, რომ აშშ–სა და ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას რუსეთი მყისიერად უპასუხებდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარებით“, მაგრამ, რუსეთმა ეს „აღიარებები“ უმალ არ მოახდინა, თითქოს ამისთვის ეძებდა „წონიან არგუმენტებს“, ანუ სხვადასხვა საბაბს თუ მიზეზს!..

 


ასე რომ, 2008 წლისთვის საქართველოში არსებობდა 2 „გაყინული კონფლიქტი“, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის და მათ რუსეთი აღიარებდა საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებად! კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, 1992 წლის ივლისის „დაგომისის სამშვიდობო ხელშეკრულებით“, რუსეთი ამ და ყველა სხვა ორმხრივ თუ საერთაშორისო დოკუმენტებში, ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის იურისდიქციას „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე! ანუ, „დაგომისის ხელშეკრულებით“, ამ „გაყინული კონფლიქტის“ მოსაგვარებლად შემუშავდა სპეციალური მრავალმხრივი „სამშვიდობო ფორმატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ - რუსეთის, საქართველოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის(?) სამშვიდობო ბატალიონები („ცისფერი ჩაფხუტები“), რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყოთ მშვიდობა, აღეკვეთათ ნებიმიერი სხვა სამხედრო ფორმირების მოქმედება ამა თუ იმ მხრიდან და ამგვარად, ხელი შეეწყოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით არსებული „გაყინული კონფლიქტის“ მოგვარებისთვის!

 


დიახ, „დაგომისის ხელშეკრულების“ ეს ფორმატი მუშაობდა 1992-2008 წლებში, ანუ 16 წლის განმავლობაში, უფრო ზუსტად 2008 წლის აგვისტომდე, მანამ, სანამ - ავანტიურისტი სააკაშვილის გაუაზრებელი, უგუნური ბრძანების წყალობით (სააკაშვილმა პოლიტიკური სიბრმავე გამოავლინა, არ გაითვალისწინა რა, ზემოთ აღნიშნული საფრთხეები და „ვერ დაინახა“(?) რუსეთის ჩასაფრების პოლიტიკა – „რუსული ხაფანგი“ - აშშ–ს თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის ტერმინი!), დაიწყო სამხედრო ოპერაცია „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე და მან შეიყვანა დამატებითი სამხედრო ფორმირებები „გაყინული კონფლიქტის ზონაში“! სააკაშვილმა, ამ ბრძანებით ცალმხრივად დაარღვია(!) "დაგომისის ხელშეკრულების" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რასაც კრძალავდა აღნიშნული ხელშეკრულება, რითაც უსწრაფესად ისარგებლა რუსეთმა და საქართველოს ორივე „გაყინული კონფლიქტის ზონებში“, საპასუხოდ შემოიყვანა მრავალრიცხოვანი საჯარისო შენაერთები და „5 დღიანი ომის შედეგად“, - განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია, მათი „დამოუკიდებლობის აღიარება“!!

 


ასე რომ, 2008 წლის 8 აგვისტოს, „დაგომისის ხელშეკრულების“ ცალმხრივი დარღვევით, სააკაშვილის ნაცრეჟიმმა ე.წ. გაყინული კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში „გამიზნულად გაალხვო და ცხელ ფაზაში გადაიყვანა, რასაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგი მოჰყვა!!!

 


P.S. კიდევ ერთხელ, განმარტებისთვის,

 


როდესაც ნაცხროვა და მათი მხარდამჭერები პროვოკაციულად და უტიფრად კითხულობენ, - თუ „ვინ დაიწყო 2008 წლის ომი“, - სწორი და მართალი პასუხი ეს გახლავთ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ანუ, - მოსკოვმა (სსრკ, რუსეთის ფედერაცია) საქართველოსთან „ჰიბრიდული ომი“ დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს! საქართველო კი, „რუსეთთან ომს“ საკუთარ ტერიტორიაზე ვერ დაიწყებდა!!

 


რაც შეეხება, 2008 წლის „აგვისტოს ომს“, სააკაშვილის ნაცრეჟიმმა, იმის ნაცვლად, რომ რუსების „სამშვიდობოების“ და სეპარატისტი ოსების მხრიდან გახშირებული პროვოკაციების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ზომები მიეღო, სააკაშვილმა და მისმა ავანტიურისტულმა გარემოცვამ, - ცალმხრივად დაარღვიეს „დაგომისის ხელშეკრულება“, რომელიც იმ მოცემულ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იყო და ჩვენს ინტერესებს პასუხობდა, რადგანაც გვიცავდა „კოსოვოს მსგავსი პრეცენდეტისგან“, რაც მოსალოდნელი იყო რუსეთის მხრიდან!!

 


დიახაც, სამწუხაროდ, 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილმა ავანტიურაზე წამოაგო საქართველო, ცალმხრივად დაარღვია რა „დაგომისის ხელშეკრულება“, რითაც მიზეზი და „საშუალება“ მისცა რუსეთს („სატოპკე აუწია“!), რომელმაც არ დაახანა და საპასუხოდ საქართველოში დიდძალი სამხედრო ძალა შემოიყვანა, ოკუპაცია და „დამოუკიდებლობის აღიარება“ მოახდინა საქართველოს ორი შემადგენელი ტერიტორიის, - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის!!

 


სააკაშვილის ნაცრეჟიმმა, უპასუხისმგებლოდ „ჩაითრია“ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, რომელიც საქართველოს სასტიკი მარცხით და ტერიტორილი მთლიანობის დარღვევით დასრულდა!!!

 


ამიტომ, ადრე თუ გვიან, სააკაშვილი და მისი ნაცგარემოცვა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დამდგარი დამღუპველი რეალობის გამო (რუსეთის მიერ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარება“), პოლიტიკურ, ისტორიულ და ადამიანურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, საქართველოს და ქართველი ერის წინაშე!!!...

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 4
#4   ჯუმბერ ქირია
      
ამ წერილში პასუხია კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში... რადგან ამ ომის 10 წლის თავზე, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სფეროში საქართველოში, დიამეტრიულად განსხვავებული პასუხები ისმის. ვფიქრობ, კარგი პასუხია.
ხოლო, რაც შეეხება ზოგიერთი ქალბატონის გაღიზიანებულ, ამპარტავნულ და სიმართლე ვთქვა, დილეტანტისთვის გაუგებარ და ვფიქრობ, არც პროფესიონალ პოლიტოლოგთათვის გასაგებ, ამ თემისგან საკმაოდ დაშორებულ კომენტარს, მხოლოდ იმას ვიტყვი: კაცია და გუნება. ვინ იცის, ვის რაზე ეშლება ნერვები და ნერვებაშლილობის პროდუქტს, სად, როდის, ვისზე და რა ფორმით გამოასხივებს...?! :) P.S. ბატონო, ვაჟა მალაღურაძე, კარგია თქვენი კომენტარი. ბრავო!
21 აგვისტო 2018 04:11
#3   ლია
      
ღრმად ვარ დარწმუნებული ავტორს თვალიც არ მოუკრავს და არც სურვილი გასჩენია თავად წაეკითხა ის ძვირფასი საერთაშორისო ხელშეკრულებები ცეკას მდივნის ხელმოწერით რომაა დადასტურებული! არც ის ახსოვს როდის დაიშალა საბჭოთა კავშირი, არც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმი... კომპარტიის დავალებით ჭ-კლასის ინსტრუქტორის დაწერილს ჰგავს... თურმე კაპიტულაციაზე ხელმომწერ "დიდ პოლიტიკოს" რომლის პირადი გადაწყვეტილებით (სტენოგრამა გამოქვეყნებული იყო) გაქანდნენ სომხეთის ეკონომიკის გადასარჩენად სოხუმისაკენ, კაპიტულაციის ისეთ ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი, რომ ოკუპანტიც კი არ სცნობდა ოკუპაციის შემდგომ ანექსიას!... საცოდავი მცდელობაა... კომ პარტია, მოქ კავშირი კარგია, ნუ ხანდახან გამოერევიან შემარცხვენლები... პირველი ქვეყნის გამყიდველი პუტჩისტებიც კი უფრო "გულწრფელად" იტყუებოდნენ! მომიტევოს ავტორმა თუ ამ ნომენკლატურის შთამომავალი არაა.. და თუ მოყვარული ანალისტია (სალომეს ტერმინია) შეფასებები რაში სჭირდება?? რა ხდება ტესტია, თუ მანიაგრანდიოზო?
8 აგვისტო 2018 14:10
#2   თემურ მიქაუტიძე
      
გამაცანით ეს ბატონი - ჯუმბერ კირვალიძე ვინმემ, გეთაყვა.
მე პირველად ვხედავ ერთადერთ სწორ ანალიზს.
თუ მოვლენების სწორი ანალიზი და ვითარების ნამდვილი სურათის გააზრება გვინდა, შეუძლებელია არ შევეხოთ პიროვნებებს და განსაკუთრებით ჩვენს „მოხელე-ნაჩალნიკებს“, რომლებიც ამ პროცესების აქტანტებად გამოდიოდნენ.

რა თქმა უნდა თვითმიზანი არც მათი „დადანაშაულება“ და არც, მით უმეტეს, ხალხის დაპირისპირება არ არის, მაგრამ უამისოდ ვერ იქნება.

გვინდა ამის აღიარება თუ არა, ჩვენ უნებლიე აქტანტები ვართ იმ პროცესებში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების პირველი დღეებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყველა რაღაც როლს ვთამაშობთ და თუ გვინდა ეს ყველაფერი „გავაიასნოთ“, ყველაფერი დაკვირვებული თვალით და ანალიტიკური „ტვინით“ უნდა შევაფასოთ და არა ამ ბრიყვული ფრაზით: „ვინ დაიწყო ომი“.
8 აგვისტო 2018 06:16
#1   ვაჟა მალაღურაძე
      
რუსეთმა არა მარტო დაარღვია რუსეთსა და საქართველოს შორის 1783 წელს დადებული ტრაქტატი პროტექტორატის შესახებ ,იმერეთის სამეფოსთან და სამეგრელოს სამთავროსთან დადებული ხელშეკრულებები და გამოიყენა საქრთველოს სამეფოს გაუქმების და მისი ანექსის საშუალებით ტერიტორიად შემოერთებისათვის , არამედ 1920 წელს ქემალისტურ თურქეთთან შეთანხმებით ჯერ დაიპყრო და გაასაბჭოა სომხეთი და აზერბაიჯანი, რიტაც ფაქტიურად რკალში მოაქცია და დასპყრობად გაამზადა საქართველო, თუმცა იმავე წელს(1920წ) მისი სუვეენობის, ტერიტორიულიმთლიანობის და მის ტერტორიებძე ყველგვარი პრტენზიების არ ქონის აღიარების და პარტნიორობის ხელშეკრულება დაუდო, ხოლო 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს იარაღის ძალით არა მარტო დაპყრო არამედ საქრათველოს დაკარგინა არა მარტო დამოუკიდებლობა და სუვერენიბა და გააქრო მსოფლიოს პოლიტიკური რუქიდან არამედ თავისი ტერიტორიის 21410 კვ.კილმეტრი. რუსეთმა მიუხედავად იმისა რომ მთელი საქართველო დაიპყრო ერთი ნაწილი ჯიქეთი ანუ სოჭი უშუალოდ მიითვისა.რუსეთმა არა მარტო იარაღის ძალით დაიპყრო საქართველო არამედ დაუდობლად გაწეწა და მარცხნივ და მარჯვნივ დაარიგა საქართველოს ტერიტორია.კერძოდ რუსეთისდაპყრობის შედეგად საქართველომ დაკარგა ართვინის ოლქი(3339 კვ.კმ),ფოცხვისის თემი(588 კვ.კმ),
არტაანის ოლქი(5137 კვ.კმ),ოლთისის ოლქი(3051კვ.კმ) რომლებიც გადაეცა თურქეთს, ხოლო
ბორჩალოს მაზრის ნაწილი(3812კვ.კმ) გადაეცა აზერბაიჯანს და ზაქათალას ოლქი (3051კვ.კმ) გადაეცა სომხეთს.
გადაცმულ ტერიტორიებზე მცხოვრები დაახლოებით 300000-450000 მოსახლეობით.
რუსეთი მსგავს ჯერჟავულ პოლიტიკას ახორციელებს დღეს საქართველოს მიმართაც, რაც საყოველთაოდ ცნობილა.
რაც შეეხება მ.სააკაშვილს იგი მის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ისედაც დასაჯა, მას რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი შეცდომები არ დაეშვა დღეს საქართელოს პრეზიდენტი იქნებოდა , ვინაიდან მისი პრეზიდენტად პირველად არჩევის დროს საქართველოს მოსახლეობის უდისე რაოდენობა უჭერდა მხარს და მან ამ მხარდაჭერის გამოყენებით შესძლო პოზიტიური განვითარების დინამიკა მიენიჭებინა საქართველოს პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის.
აღნიშნული ცნობილი ფაქტებია,მაგრამ საკითხავი არის ვის რაში სჭირდება საჯაროდ რუსეთის ან აშშ-ს ან ცალკეული პოლიტიკოსების ლანძღვა ან ქება და ამით ხალხის ერთმანეთისადმი დაპირისპირება, ვითომ ამით რუსეთის სახელისუფლებო დერჟავულ პოლიტიკურ ელიტას ჩვენს ანექსიაზე ხელს ავაღებინებთ.
7 აგვისტო 2018 23:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი