გიორგი ვოლსკი: რუსეთი უსაფრთხოების გარანტიებს არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საგარეო გამოწვევები იყოს ძალიან მწარე და მძიმე
06-08-2018, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს - პატარა ქვეყანას - სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს ძალიან მწარე და მძიმე, ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.

 

 

მედვედევის განცხადებაზე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ინტერესები განსხვავდება, თუმცა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მისწრაფება რუსეთის ფედერაციის წინაარმდეგ მიმართული არ არის.

 

 

„დიდი ხანია, ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს, რასაკვირველია, მედვედევის და რუსეთის ზოგადად ინტერესების სხვა არის. ჩვენი ინტერესები სხვა არის, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით და გავიმეორებთ, რომ  ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით არავის წინაღმდეგ არ არის მიმართული",  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი