რომან კაკულია : უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, რათა მთავარი მიზანი - ევროპასთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ დავაზიანოთ
06-08-2018, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ, პოლიტიკოსებს ისე, როგორც არასდროს გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ ისე, როგორც არასდროს ჩვენ ვართ განსაკუთრებულად ახლოს ევროკავშირთან. ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ქართული საზოგადოების ამ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანთან წინააღმდეგობაში მოვა, ცხადია ვერ ჩაითვლება სწორ ნაბიჯად ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე", ასე გამოეხმაურა რომან კაკულია დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

 


„ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ნიშნავს ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობას და იმ აუცილებელი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი გარემოს არსებობას, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ მოვიზიდავთ იმ ინვესტიციებს, რაც საჭიროა ჩვენი ეკონომიკის მუშაობისთვის. ამიტომ, ჩვენ საგარეო და საშინაო პოლიტიკას უნდა შევხედოთ ამ კონტექსტში. არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები, თუ ის ოდნავ მაინც დააზიანებს ჩვენი შიდა პოლიტიკის ამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, განვითარება ეკონომიკური ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისათვის“, აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 


მისივე თქმით, საჭიროა ძალიან ფრთხილი, აწონ-დაწონილი საგარეო პოლიტიკის ყველა წახნაგი, რათა მთავარი მიზანი - ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ დაზიანდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი