არჩილ თალაკვაძე: მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიიღონ შესაბამისი ზომები და შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი
06-08-2018, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე, სოფლის მცხოვრებლების პროტესტს ეხმაურება. თალაკვაძე წერს, რომ მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია, რადგან მოპოვების პროცესში არაერთი დარღვევაა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი.

 

 

„მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების შედეგად წარმოშობილ პრობლემას, რაზეც სოფლად მცხოვრებმა საზოგადოებამ მომმართა.

 

 

გავეცანი დოკუმენტაციას, მქონდა კომუნიკაცია მთავრობასთან, წიაღის ეროვნული სააგენტოც პირველივე შეტყობინებისთანავე ჩართულია და ადგილზე არსებულ მდგომარეობაზეც მივიღე ინფორმაცია.

 

 

რამდენადაც შემეძლო შევისწავლე საკითხი და მიმაჩნია, რომ სოფლის მცხოვრებთა პროტესტი სამართლიანია. ინერტული მასალის მოპოვების პროცესში არის არაერთი დარღვევა. მაღალი ალბათობით ზიანი ადგება გარემოს, მდინარე აჭისწყლის უნიკალურ ხეობას და ეკოსისტემას. ასევე, დადგენილი პრაქტიკით, ინერტული მასალის მოპოვებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა საჭიროა, რაზეც მუნიციპალიტეტს საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს.

 

 

მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი, ვინაიდან იკვეთება ამის ლეგიტიმური, სამართლებრივი საფუძველი. ასევე, მიიღონ შესაბამისი ზომები ადგილზე, გარემოსადმი მიყენებული შესაძლო ზიანის გამოსწორების მიზნით.

 

 

მოსახლეობის სახელით, ვთხოვ ლიცენზიის მფლობელ მეწარმეებს გაითვალისწინონ ადგილზე შექმნილი ვითარება და გარემოს დაცვის ინტერესი“, წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი