ხათუნა ლაგაზიძე: გუშინ რაღაც მომენტში ხელისუფლება რელსებიდან გადავიდა
18-06-2015, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ,  გუშინ ხელისუფლებამ ზღვარზე გაიარა. Facebook- ზე გამოყვეყნებულ განცხადებაში ლაგაზიძე ამბობს, რომ "13 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ იმ ადამიანების სიმპათიაც კი დაიმსახურა, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობით არასდროს გამოირჩეოდნენ. მათ აჩვენეს ის სახე, რომელიც საზოგადოებას ასე სურდა: ხელისუფლების ადამიანური სახე. ამ დღეებში ხელისუფლებამ ლამის აკრიფა ის რეიტინგი, რომელსაც მეთოდურად ჰკარგავდა 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე", მაგრამ გუშინდელმა დღემ ხედლისუფლების რელსებიდან გდასვლის ნიშნები გააჩინა.

 


"გუშინ, კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როცა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და განტევების ვაცის ძიება დაიწყო, რაღაც მომენტში ხელისუფლება რელსებიდან გადავიდა. ძალიან მძიმე სანახავი იყო ზოოპარკის დირექტორს ამოფარებული ხელისუფლება - დამაფიქრებელი იყო არა იმდენად ის, თუ როგორ ახოცავდნენ გურიელიძეს ხელს, არამედ, ის თუ როგორ რეაგირებდნენ კრიტიკულ სიტუაციაში ხელისუფლების წარმომადგენლები.


თუმცა ხელისუფლება სწრაფადვე გამოერკვა პირველი შოკიდან და განაცხადა, რომ ის ხელს არავისკენ იშვერს, პასუხისმგებლობას არ იხსნის და გურიელიძის გარდა პროკურატურამ კრიზისების საბჭოსა და შსს-ს თანამშრომლებიც დაკითხა. კარგია, რომ ეს ხელისუფლება საკუთარი შეცდომების აღიარება-გამოსწორების უნარს ინარჩუნებს.


იმედია, გუშინდელიდან დასკვნებს გამოიტანენ. კერძოდ:


ირაკლი ღარიბაშვილი კანცელარიაში მყოფ ზურაბ გურიელიძესთან ერთად კანცელარიის წინ შეკრებილ ხალხთან რომ გამოსულიყო, მადლობა გადაეხადა ყველაფრისთვის, მიესამძიმრებინა კიდევ ერთხელ, ეთქვა, რომ ამ უმძიმეს დღეებში სამწუხაროდ შეცდომებისგან დაზღვევა ვერ მოხერხდა და კიდევ ერთი ტრაგედია თავიდან ვერ ავიცილეთ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იხსნის და რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში მთავრობა და ხალხი ერთია - წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა?!


ეს პიარი კი არ პოლიტიკაა, რომელიც ხალხის მხარდაჭერის გარეშე არ კეთდება. სულ რომ ნაცების ორგანიზებული ყოფილიყო ის აქცია, ღარიბაშვილი იქ ნაცებთან კი არა, იმ ხალხთან გავიდოდა, ტელევიზორებს რომ იყო მიციებული და ხელისუფლების ადამიანური, თუნდაც გმირული ნაბიჯები ენატრება. ეს არის შანსი, როცა შეგიძლია ტექნოკრატად კი არა, მომავლის მქონე ლიდერად ჩამოყალიბდე და რეალობა ხშირად არ გაძლევს ასეთ შანსს.


ხელისუფლება ფარად არ უნდა ეფარებოდეს საკუთარ ჩინოვნიკებს და მათ შეცდომებზე კოლექტიურ თვითგვემას არ უნდა ეძლეოდეს: დააშავა, შეეშალა?! გაუშვი რა, სანამ შენც არ ჩაუთრევიხარ შეცდომების მორევში.


თბილისის ქუჩებს მოდებული ახალგაზრდობა ამიერიდან იქნება გაცილებით უფრო აქტიური, მომთხოვნი და კრიტიკული, ვიდრე იყო დღემდე, იმიტომ რომ მათ იგრძნეს - ეს მათი ქვეყანა და ქალაქია. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას მათი სახით ყველაზე მგრძნობიარე ფენა გაუჩნდა. ვეთანხმები ჩემს ფეისბუკ-ფრენდს, რომ „ახალგაზრდობის მასობრივი გამოსვლა დასუფთავების აქციებზე სწორედ რომ არაპირდაპირი პროტესტია უფროსი თაობის მიმართ, რასაც ვერც მხეცების შიში და ვერც წვიმის პროგნოზები ვერ აკავებენ. თუ რამე მოხდა და ვინმემ შეცდომა დაუშვა, მერე უკვე ნორლანდიც ვეღარ უშველის“.


ახალი თაობა, ეს ის ძალაა, რომელზეც ხელისუფლებამ ქვეყნის აღმშენებლობა შეიძლება დააფუძნოს, მაგრამ ამავე დრო ეს ის ძალაა, რომელმაც შეცდომების კასკადის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერი მთავრობა წალეკოს.


ასე რომ იმედია, ხელისუფლება ცოტა უფრო ღრმად ჩაიხედავს ბოლო დღეების მოვლენებში და ფეისბუქზე საკუთარი მომხრეების კონვულსიური გააქტიურების ნაცვლად, იმაზე იზრუნებს აკრეფილი პოზიტივი როგორ შეინარჩუნოს", - წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი