გია ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილის გამკვირვებია, რომ ამბობს, ბევრი ვიფიქრეო, რა იფიქრა, კაცო? 2012 წლიდან იხვეწება, პრეზიდენტობა მინდაო; როდისღა იფიქრა, ბავშვობაში?
07-08-2018, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი 2012 წლიდან, ფაქტობრივად, მმართველი გუნდის აქტივისტი და მისი ყველა გადაწყვეტილების „გამპრავებელი“ იყო, ამიტომაც „ოცნებამ“ მას ეს საქციელი დაუფასა და საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.

 


„გაუგებარია, რისი ერიდებათ და რცხვენიათ. თქვან პირდაპირ, სალომე ზურაბიშვილს დავუფასეთ ჩვენი აქტივისტობა და დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატადო. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ეყოლებათ, მაინც რა რცხვენიათ, ვერ გავიგე. ზურაბიშვილის გამკვირვებია, რომ ამბობს, ბევრი ვიფიქრეო, რა იფიქრა, კაცო? 2012 წლიდან იხვეწება, პრეზიდენტობა მინდაო. როდისღა იფიქრა, ბავშვობაში? მისი ოცნება პრეზიდენტობა იყო. ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაღალი ალბათობით, ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს გამარჯვება იქნება არა იმიტომ, რომ მასზე საზოგადოება გადარეულია ან „ოცნებას“ მოსახლეობაში კიდევ დიდი მხარდაჭერა აქვს, იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მმართველ გუნდს ყველაზე დიდი რესურსი აქვს და ამ რესურსს მის სასარგებლოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე ათეულშიც ვერ მოხვდებოდა“, აცხადებს ხუხაშვილი.

 


მისივე თქმით, ოპოზიცია უარეს დღეშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის მოღვაწეობის 6 წელი ქართული საზოგადოებისთვის იქნება „რეალითი შოუ“, სადაც ჩვენ ამტანების როლს შევასრულებთ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ „იმ ფონზე, როდესაც ქვეყანასა და პოლიტიკაში არც არაფერი არ ხდება, მოსახლეობა სანახაობით მაინც დატკბება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი