დიმიტრი მედვედევი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით
07-08-2018, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით, აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრისას გააკეთა.

 


მედვედევის თქმით, 90-იან წლებში აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან რთული დამოკიდებულება ჰქონდა, რის საფუძველზეც კონფლიქტი გაჩნდა.

 

 

რუსეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ამბობს, რომ 2008 წლამდე ნეგატიური პროცესების ბალანსი ხდებოდა, თუმცა 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას.

 

 

„ეს ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო. მახსოვს, როცა 1990 წელს პირველად ჩავედი სოჭიდან აფხაზეთში, შესაბამისად საქართველოში, რიგით მოქალაქეებთან საუბრისას ვიგრძენი, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ რთული დამოკიდებულება ჰქონდათ. სწორედ ამ დამოკიდებულების ფონზე გაჩნდა კონფლიქტი, სწორედ ამის გამო შევიყვანეთ მშვიდობისმყოფელები. 2008 წლამდე ამ ნეგატიური პროცესების ბალანსი ხდებოდა. უკვე 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ძალადობას მწვანე შუქი აუნთო....

 

 

პირველ რიგში მე ვხელმძღვანელობდი იმით, რომ მომავალში ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. შემდეგ მე ვესაუბრე მთავრობის თავმჯდომარეს, ვლადიმერ პუტინს და მან ამ სააკითხში მხარი დამიჭირა", განაცხადა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკისრებს:

 

 

„ომი არ იყო გარდაუვალი. ჩემი შეფასება იგივე რჩება - რომ არა სააკაშვილის უპასუხისმგებლო, ამორალური, უპრინციპო და დანაშაულებრივი ქმედება, ომი არ იქნებოდა. დიახ, იმ პერიოდში რეგიონში დაძაბულობა პიკს აღწევდა", განაცხადა მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი