გიორგი მარგველაშვილი: რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი დაუშვებელია
07-08-2018, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც  საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.

 

 

შეხვედრაზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია 10 წლის წინ არასწორად შეფასდა და აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი დაუშვებელია, რადგან მას უნდა უთხრა სიმართლე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და აქვს ნება დამოუკიდებლობის სახელით იაროს ბოლომდე.

 

 

„თუ დავუბრუნდებით 10 წლის წინანდელ შედეგებს, შევხედავთ, რომ ჩვენ ყველას არ გვეყო ძალისხმევა, ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა იმისთვის, რომ შეგვეფასებინა იმ წუთას რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი პირდაპირ სიმართლის ართქმა, არდარქმევა აგრესიისა  იმაზე, რაც არის პირდაპირი დარღვევა როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ადამიანური ნორმების, თუნდაც  ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების. ყველა პრინციპის დარღვევას უნდა მაშინვე დარქმეოდა  ყველაზე მძაფრი სახელი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების - ეს არის ომი, იმიტომ რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება და ეს იქნება ბოლომდე გატანილი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი