ირაკლი კობახიძე: „საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი მიდგომა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას“
07-08-2018, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს მხადასაჭერად თბილისს ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცეპრემიერი სტუმრობენ. საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოხატული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე ისაუბრა.

 

 

„პროგრესი, რეფორმები და წინსვლა საუკეთესო გადაწყვეტაა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხედვა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმი დღემდე აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას და უკანონო დევნა-შევიწროებას.

 

 

ირაკლი კობახიძემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ სანქციების მხარდაჭერისთვის ლიეტუვას მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების გვერდში დგომის მნიშვნელობა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრების მხრიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა და აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ვიზიტი სოლიდარობის დემონსტრირებაა.

 

 

„ყველანი ვხედავთ და კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს ტერიტორიებზე თავდასხმის შედეგებს. შეუძლებელია მოვითმინოთ და ვაღიაროთ ტერიტორიების ძალით მიტაცება. ქართველი ხალხის მხრიდან პროევროპული ხედვა და ნატოსთან ინტეგრაციის განწყობა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. საქართველომ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააგრძელოს რეფორმების კურსი, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ინსტიტუტებს და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს“, განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, როგორც ამას პარლმენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი