უკრაინის ვიცე პრემიერი: ლეხ კაჩინსკის სიტყვები გამართლდა, სადაც ამბობს, რომ „დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი“
07-08-2018, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც  საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.

 

 

უკრაინის ვიცე პრემიერმა, პავლო როზნეკომ შეხვედრისას ლეხ კაჩინსკის სიტყვები გაიხსენა: „დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი“ და აღნიშნა, რომ ეს სიტყვები გამართლდება.

 

 

„არ შემიძლია არ გავიხსენო ლეხ კაჩინსკის სიტყვები. დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი. სამწუხაროდ მისი სიტყვები გამართლდა. 4 წელია უკრაინა ებრძვის რუსულ აგრესიას. ამიტომაც ჩვენ ყველამ ჩვენს პარტნიორებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან, მთელი  ცივილიზებული სამყაროდან უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა  რუსული აგრესიის წინააღმდეგ  ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა“, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი