შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ უძვირფასეს აგარაკებზე უკვე წაბრძანებულ პარლამენტის გაზულუქებულ წევრებს - დაბრუნდით და სასწრაფოდ მიიღეთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის პრინციპი
07-08-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც „არაადამიანური ჯარიმების გადახდა სავალდებულოა, სადაც გარდაუვალია გამოძახებაზე ჩვენების მიცემა, აუცილებელია, სიკვდილის შემდეგაც კი, საბანკო ვალის მაღალი პროცენტებით გადახდა, სავალდებულოა ჯარში წასვლა და გაასმაგებული კომუნალური გადასახადების გადახდა“, არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუცილებელი უნდა იყოს.



მანვე დაამატა, რომ ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საბერძნეთმა, თურქეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ და კიდევ ბევრმა ქვეყანამ დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობისა და მომავალი თაობის გადასარჩენად, არჩევნებზე მისვლა აუცილებელი გახადეს და საქართველოს გადასარჩენად ეს აუცილებელი ნაბიჯია.



„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, რომელმაც დღემდე ვერ დათვალა ამომრჩეველთა რაოდენობა და ვინც დათვალა, მათი 75%-იც არ მოდის არჩევნებში. გამოცხადება სავალდებულო არ არის და ძირითადად იმიტომ. ქვეყანა, სადაც არაადამიანური ჯარიმების გადახდა სავალდებულოა, სადაც გარდაუვალია გამოძახებაზე ჩვენების მიცემა, აუცილებელია, სიკვდილის შემდეგაც კი, საბანკო ვალის მაღალი პროცენტებით გადახდა, სავალდებულოა ჯარში წასვლა და გაასმაგებული კომუნალური გადასახადების გადახდა, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობას არ აწესებს, რადგან საარჩევნო ყუთები ქურდებს დარჩეთ და მერე ისე გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი, როგორც მათ სურთ. მე მოვუწოდებ უძვირფასეს აგარაკებზე უკვე წაბრძანებულ პარლამენტის გაზულუქებულ წევრებს - დაბრუნდით! ჯერ კიდევ არის დრო, არჩევნებამდე სამი თვეა თითქმის დარჩენილი, და სასწრაფოდ მიიღეთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის პრინციპი. სხვა შემთხვევაში, არ გაიშვა 25%-ის არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა. ის ტრაგიკული შედეგები, რაც გველოდება ესეთი არალეგიტიმური ძალებისაგან, ეს კიდევ ცალკე სალაპარაკოა. იმისათვის, რომ გადაერჩინათ დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა და მომავალი თაობა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საბერძნეთმა, თურქეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ და კიდევ ბევრმა ქვეყანამ კაი ხნის წინ შემოიღეს არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა. ამან მოგვცა უნიკალური დემოკრატიის, ეკონომიკისა და ცივილიზაციის პრეცედენტები ამ ქვეყნების სახით. ვიმეორებ, საქართველო თვითმკვლელობისთვისაა განწირული, თუ ყველა არ მოვალთ არჩევნებში, არ ჩავაგდებთ იმ ყუთში ჩვენი სულის ამოძახილს, თუნდაც იქ ყველა იყოს გადახაზული, და არ გადავუკეტავთ ფალსიფიცირების საშუალებას ოლიგარქს, რომელსაც გონია, რომ ყველასი და ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია. მე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მთავრობებს - განახორციელეთ მაქსიმალური ზეწოლა ოლიგარქზე, რათა არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოდ გამოცხადდეს. განვითარებისა და გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს და ქვეყნის გამარჯვება არგამარჯვების საკითხი ამ გადაწყვეტილებაზე გადის“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი