საქართველოში ვიზიტად მყოფმა მაღალი რანგის სტუმრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
07-08-2018, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო მინისტრებმა და უკრაინის ვიცე პრემიერმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა დგას. დავით ზალკალიანმა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


საგარეო უწყების ცნობით, ადგილზე არსებული ვითარება სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.



საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მონახულების შემდეგ, მინისტრებმა და ვიცე პრემირმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.



„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ეს არის არა მარტო სოლიდარობის გამოხატვა, არამედ არის მათი პოზიციის ძალიან მკაფიო დაფიქსირება. თავად ის ფაქტი რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და საქართველოში ჩამოსული მაღალი დონის დელეგაციები მოგვყავს ოკუპაციის ადგილას, არის იმის გამოხატულება, რომ მათ თვალნათლივ ნახონ, თუ რა შედეგები მოჰყვა ოკუპაციას, თუ როგორ არის გახლეჩილი საზოგადოება ორად, როგორ არ ეძლევათ ადამიანებს წვდომა საკუთარ სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავებაზე, როგრო ვერ ხერხდება, რომ მათ მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, როგორ ექმენბათ პრობლემები თავისუფალი გადაადგილების კუთხით, ეს არის მძიმე შედეგი ოკუპაციისა, რომელიც 10 წლის წინ დადგა და თანამედროვე სამყარო და საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია", აღნიშნა დავით ზალკალიანმა.



ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი), ლიეტუვის (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცე-პრემიერ მინისტრი თბილისს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით ეწვივნენ.



ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ნაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“. ასევე, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. აგრეთვე შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.​

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი