საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დაუმას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასევე დადებითად შეფასდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯები.
აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რასაც მთავრობა მიესალმება.
საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.