საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - პომპეომ მარგველაშვილს აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
07-08-2018, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

 

 

„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ კვლავაც არსებობს.

 


ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას. აღინიშნა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა პრეზიდენტის პირად როლსა და უშუალო წვლილს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

 


საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს ამერიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და გაიხსენა ის მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას შედგა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზე", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი