„საქართველო არის სამიზნე რუსული პროპაგანდის“ - ლონდონში, საქართველოს საელჩოში მომხდარს თამარ ბერუჩაშვილმა „ძალიან სამწუხარო ფაქტი“ უწოდა
08-08-2018, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არის სამიზნე რუსული პროპაგანდის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ლონდონში, საქართველოს საელჩოში მომხდართან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

ელჩმა ინციდენტს, რა დროსაც საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა, რუსული საინფორმაციო საშუალებების ბრიტანელი ჟურნალისტი და ბლოგერი გრემ ფილიპსი შეძახილებითა და ვიდეოკამერით შეიჭრა, „ძალიან სამწუხარო ფაქტი" უწოდა.

 

 

„დიმპლომატიურ უწყებებს, საელჩოებს განსაკუთრებული დაცვა, ყურადღება სჭირდება ამ მხრივ. ჩვენ ამის თაობაზე გვექნება დღესვე საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შესაბამის სამსახურებთან", აღნიშნა ელჩმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ღონისძიებაზე შევიდა და იქცეოდა აგრესიულად, ქრთულ მხარეს კი,  ბრალს სდებდა ბრიტანული აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში, საელჩომ დიპლომატიური პოლიცია გამოიძახა. ინიციდენტი დაკავებით დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი