სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ნინო ბურჯანაძე - ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ 2008 წლის ომში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო
08-08-2018, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამად, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე TV პირველის ეთერში, „დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად“ ასევე აცხადებს, რომ ის რჩება იმავე პოზიციაზე, რომ საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველომ. ბურჯანაძემ ასევე თქვა, რომ პუტინს მიხეილ სააკაშვილი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ საომარი მოქმედებები არ დაეწყო, რადგან რუსეთი ომში ჩაერთვებოდა, მაგრამ სააკაშვილის უგუნურმა ქმედებებმა ომის სავალალო შედეგები მოგვიტანა.

 

 

„მე ვთქვი თავის დროზე, რომ ეს ომი დაწყებული იქნა სააკაშვილის უგუნური და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დანაშაულებების შედეგად და მე ამ პოზიციაზე ვრჩები და ეს პოზიცია აქვს ტალიავინის, ეს პოზიცია აქვს ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ეს პოზიცია აქვს ყველას, ვისაც აქვს ობიექტური ინფორმაცია ამ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

 

ეს პოზიცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ოკუპაციის გამართლებას. ეს არის იმ ადამინების პოზიცია, ვისაც უბრალოდ არ ყოფნის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე, ვინც სპეკულირებს, არანაირი გამართლება არ არის. მე ჩემი კამპანია 2016 წელს, საპარლამენტო წარვმართე, სწორედ იმის მიმართულებით, რომ ყველა უცხო ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გასულიყო, რა თქმა უნდა, რუსული ჯარიც გულისხმობდა ბუნებრივია ამაში, სად არის აქ ოკუპაციის გამართლება, რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე გამართლება.

 

 

მე არსად არ მითქვამს, რომ კარგია, რაც რუსეთმა გააკეთა, მაგრამ რუსეთის მხრიდან ეს იყო პასუხი და ეს პასუხი იყო მოსალოდნელი. სააკაშვილი ამის თაობაზე გაფრთხილებული იყო, ჯერ კიდევ აპრილში და ამის შესახებ გააფრთხილა პირადად ვლადიმერ პუტინმა და უთხრა, რომ „შენ თუ დაიწყებ საომარ მოქმედებებს იქ, სადაც დგანან ჩემი სამშვიდობო ძალები, იძულებული გავხდები ჩაერიონ და არ გააკეთო ეს“. ეს სააკაშვილმა თვითონ არ თქვა?, მე ეს არ ვთქვი, სანამ სააკაშვილმა არ განაცხადა, იმიტომ რომ არ გამომსვლოდა ესე, რაღაც საუბრის გახმოვანება“, აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი