ავსტრალიის ყველაზე პოპულარული შტატი მთლიანად გვალვამ მოიცვა - მას უკვე უწოდეს „100%-ით გვალვის ქვეშ“ მყოფი შტატი
08-08-2018, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ოფიციალური პირების განცხადებით, ავსტრალიის ყველაზე პოპულარული შტატი, ახალი სამხრეთ უელსი გვალვამ მოიცვა.

 


როგორც BBC იუწყება, მშრალმა ზამთარმა ხელი შეუწყო გვალვას და ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ სამხრეთ უელსში ასეთი მშრალი და ცხელი ამინდი აქამდე არასდროს ყოფილა.

 


ახალი სახრეთ უელსი ავსტრალიის აგროკულტურის მეოთხედს იკავებს. მას უკვე უწოდეს „100%-ით გვალვის ქვეშ“ მყოფი შტატი.



სასწრაფო დახმარების ფონდში ფედერალურმა და სახელმწიფო მმართველობამ 430 მილიონი დოლარი გადარიცხა.



„ფერემერებსა და რეგიონულ თემებში ერთი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც წვიმაზე არ ოცნებობსდეს“,  განაცხადა მთავარი ინდუსტრიების მინისტრმა, ნიალ ბლეირმა.



ავსტრალიაში მოსული ნალექი 57 მმ.-ით ჩამოუვარდება საშუალო მაჩვენებელს. ივლისში ნალექი 10 მმ.-ზე ნაკლები დაფიქსირდა და მომავალ თვეებში უფრო მშრალი ამინდია მოსალოდნელი.

 

 



ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შტატის 23%-ში „ინტენსიური გვალვა“ შეინიშნება. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ახალ სამხრეთ უელსში არ არის. მშრალი ამინდებია ქუინსლენდში, ვიქტორიასა და სამხრეთ ავსტრალიაშიც.



პრემიერ მინისტრმა, მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ ქვეყანა „გვალვის მიწად“ გადაიქცა.



ფერმერებმა განაცხადეს, რომ მშრალმა ამინდებმა ნათესები მოსპო, სოფელში წყლის ნაკლებობას განიცდიან და უჭირთ შინაური ცხოველების გამოკვება.



ქუინსლენდის ფერმერმა, ეშლი გემბლმა Nine Network-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ყოვედღიურ ციხეს გავს, რაც დეპრესიას გგვრის.



ფერმის ბირჟის აგენტმა, საიმონ ბურკმა ABC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისეთი შინაური ცხოველების გაყიდვა უწევთ, რისი გაყიდვაც არ სურთ. ეს გამოიწვევს ცხოველების რაოდენობის კლებას.

 

 



მენტალური ჯანმრთელობის ჯგუფმა „სეინ ავსტრალიამ“ განაცხადა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი სოფლებში 40%-ით მეტია ქალაქებთან შედარებით.



პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვალვა „ავსტრალიის კლიმატის ნაწილია“, ფერმერებს დახმარება სჭირდებათ და ამიტომაც, მათ ფულადი დახმარება დაუნიშნეს.



„ჩვენი პრიორიტეტია, რომ ასეთ პირობებსა და პერიოდში, ფერმერებს ზურგი გავუმაგროთ“, განაცხადა პრემიერმა ავსტრალიის რადიომაუწყებლობის კორპორაციასთან საუბრისას.



თუმცა, ზოგიერთმა პრემიერის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და „დაგვიანებულად და მცირედ“ შეაფასა. 20 000-მდე ფერმერი გრანტს ისევ ელოდება.



1997-2005 წლებში ე.წ „ათასწლეულის გვალვა“ ამ დრომდე უძლიერესი და გამანადგურებელი გვალვაა. მან ავსტრალიის აგროკულტურის 50% მოსპო. ავსტრალიელმა მეტეოროლოგებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ამინდის გამეორების შანსი 50%-ია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი