გიორგი მარგველაშვილი: პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლე არ დაიშურა ქვეყნის მთლიანობისთვის
08-08-2018, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს მომუშავე ექიმები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობის, მამაცობისა, თავდადებისა და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენი გადაეცათ: ზაალ გაბაშვილს (სიკვდილის შემდეგ), გიორგი გელდიაშვილს, ვასილ გორგაძეს (სიკვდილის შემდეგ), დავით მაკარიძეს, ნინო ქადეიშვილს (სიკვდილის შემდეგ), ნანული მაკრახიძეს, მედიკო მამუკაშვილს.

 


საქართველოს პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო ყველა იმ ექიმმა, ვინც გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს მუშაობდა.
გიორგი მარგველაშვილმა მედიკოსებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, სამხედრო მოსამსახურეებს, ექიმებს, მედიის წარმომადგენლებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად პროფესიულ საქმიანობას აგვისტოს ომის დღეებში ღირსეულად ასრულებდა.

 


„დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლე არ დაიშურა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. ეს ადამიანები არ დამდგარან ახალ გზაზე, მათ გაიმეორეს ის გმირობა, რომელიც ათობით, ასობით , ათასობით, ასიათასობით ჩვენ თანამემამულეს ჩაუდენია, განუხორციელებია საუკუნეების განმავლობაში. დღეს მადლობას ვეუბნებით ყველა იმ ადამიანს, ვინც იარაღით ხელში ბრძოლის ველზე იდგა. დღეს მადლობას ვეუბნებით იმ ადამიანებს , ვინც საინფორმაციო ომს, ერთერთ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ბრძოლას აწარმოებდა, ჩვენს ჟურნალისტებს. დღეს მადლობას ვეუბნებით იმ მოქალაქეებს, ვინც ორი თვის ოკუპაციის დროს იმედი და სასოობა არ დაკარგა, და განსაკუთრებით დღეს მადლობას გეუბნებით თქვენ ექიმებს, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული პროფესიის წარმომადგენლებს. თქვენ ბრძოლის ველზე ხართ ბოლო იმედი გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცის თუ მოქალაქის. თქვენთან მოდიან ადამიანები იმის იმედით, რომ თქვენ რომ დაგინახავენ მათი ბედი გადაწყვეტილი და გადარჩენილია.

 


დღეს ათი წლის თავზე მადლობას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით იმ გმირობისთვის, რაც ჩაიდინეთ და დღეს ათი წლის თავზე გეუბნებით, რომ საქართველოს გამთლიანება უფრო ახლოა ვიდრე გუშინ, იმიტომ რომ მაშინ არ გატყდით, იმიტომ რომ თქვენ ამ ათი წლის განმავლობაში და არც მომავალში არ შეცვლით სიყვარულს და სიამაყეს ჩვენი ერისა და სამშობლოსი. ეს არის რაც გვაცოცხლებს, რაც დაგვაბრუნებინებს და გაგვამთლიანებინებს ჩვენს მამულს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალთან დაღუპულ ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო.

 


გიორგი მარგველაშვილმა და დავით სერგეენკომ საერთაშორისო მისიებში მყოფი ის ჯარისკაცები მოინახულეს, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან. სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად სამახსოვრო მედალიონი გადასცეს.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი