გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს: თქვენთან ერთად ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ ტრაგიკულ დღეებს, მაგრამ ვხედავ იმ გამარჯვებასაც, რომელსაც თქვენი რწმენა და სიმტკიცე მიაღწევს
08-08-2018, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადას ეწვია. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებით აღნიშნა ქართული შეიარაღებული ძალების ღვაწლი და სიმტკიცე ქვეყნის ინტერესების ღირსეულად დაცვის საქმეში.

 


„დღეს თქვენ აქ დგახართ ბევრად უკეთ შეიარაღებულები, ბევრად უკეთესი ცოდნით და ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო გიმაგრებთ ზურგს. თქვენ გვერდით დგას და თქვენი მოკავშირეა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო გაერთიანება. თქვენი ქვეყნის მოკავშირეები არიან ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ ბლოკს წარმოადგენენ თანამედროვე მსოფლიოსი და ბუნებრივია ის ვალი, ის ფიცი, რომელიც თქვენი სამშობლოს წინაშე დადეთ, თქვენც ამ ფიცს შეასრულებთ და დაიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

 


დღესაც და საუკუნეების წინაშე იდგა ქართველი კაცის წინაშე მარტივი არჩევანი, ან ყოფილიყო მონა ან ყოფილიყო ვიღაცის მსახური, ან ელოცა იმ ენაზე რასაც ეტყოდნენ, ან ელოცა იმ ღმერთისთვის, რომელსაც ეტყოდნენ და ან ეცხოვრა ისეთი წესით, რომელსაც დაავალებდნენ, თავისი ლუკმა გაეყო და მიეცა დამპყრობლისთვის ხარკის სახით ან ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამ არჩევანზე არ დაუსვია კითხვის ნიშანი არც ჩვენს წინაპრებს, არც ჩვენი თაობა და არც მომავალი თაობა დასვამს ამ კითხვის ნიშანს.

 


ასე რომ სულელი, ურწმუნო და ლაჩარია ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს იმედი, რომ ამ სიმტკიცით, რომლითაც დღეს თქვენ აქ დგახართ, ამ სიმტკიცით, რომელსაც ზურგს უმაგრებს საუკუნეები და გამარჯვება ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი საქართველო არ გამთლიანდება და კი ჩვენზე ძლიერი იმპერია, კი ჩვენზე ბევრად უფრო შეიარაღებული იმპერია არ დაიმსხვრევა ისე, როგორც დაიმსხვრა სხვა იმპერიები და როგორც დაიმსხვრა სხვა ჯარი და სხვა რწმენა, ჩვენი სიძლიერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში.

 


დღეს მე თქვენთან ერთად ვდგავარ და ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ იმ ტრაგიკულ დღეებს, მაგრამ აქ თქვენთან ერთად ვდგავარ და მე ვხედავ იმ გამარჯვებას, რომელსაც თქვენი რწმენა და სიმტკიცე მიაღწევს. ამ რწმენით თქვენ ეუფლებით საბრძოლო ხელოვნებას, ითვისებთ ახალ ტექნიკას, მონაწილეობთ ნატოსა და ჩვენი მოკავშირეების მანევრებში და წვრთნებში, თქვენ მონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, თქვენ მაღლა აწიეთ საქართველოს დროშა და ამ დროშას მარტო გამარჯვებები უწერია. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი