ქართველო „პუწინისტებო და მიშისტებო“, რით ახსნით, რომ პუტინი სააკაშვილის „დანაწევრებას“ აპირებდა და „გადაიფიქრა“, მის ნაცვლად კი, საქართველო დაანაწევრა! - მოსაზრება
09-08-2018, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის ცხადზე ცხადია, მაგრამ ზოგიერთისთვის „ჰაერში ტრიალებს“ ერთი სამართლიანი, პოლიტიკური შინაარსის კითხვა, რომელიც ისტორიული სიმართლის დასადგენად პასუხს საჭიროებს, რადგანაც საქართველოს გამთლიანებისთვისაა აუცილებელი!..

 


პუწინი და რუსეთის სხვა ლიდერები, ყველა საჯარო გამოსვლაში „თავის გამართლებას ცდილობენ“ და ამბობენ: „2008 წლის აგვისტოში, ჩვენ იძულებული ვიყავით გვეპასუხა სააკაშვილის ქმედებებისთვის და იგი შეგვეჩერებინაო“! - კი ბატონო, ამის თქმის საბაბ-მიზეზი ავანტიურისტმა სააკაშვილმა გარკვეულწილად მისცა („სატოპკე აუწია“?!) რუსებს, მაგრამ, მაგ მართლაც ოკუპანტმა რუსეთმა, რატომღა „აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ და რატომ განიზრახა საქართველოს დანაწევრება?!

 


დიახ, პუწინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები, რუსულ და უცხოურ მასმედიაში მუდმივად, - „რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობაზე, სიყვარულზე და პატივისცემაზე“ საუბრობენ?! მაგრამ, თუ „ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი სამშობლო უყვართ“ და „მხოლოდ“ სააკაშვილი სძულთ, მაშინ რაღატომ გვიქუცმაცებენ სამშობლოს და „ახალი რეალობის შეგუებისკენ“ რატომ მოგვიწოდებენ?!

 


პუწინი, საქართველოს რას ერჩოდა, მისი დანაწევრება რატომ გადაწყვიტა, მას ხომ სააკაშვილის „დანაწევრება“ უნდოდა, როგორც პირდებოდა, დავიჯერო გაუჭირდებოდა, ამგვარი „გამოცდილება“ არა აქვთ რუსებს, თუ რა?! აგერ, ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი „საუკეთესო“ ფაქტი მოვიძიე, რომლის ლინკსაც ვდებ! - (ჰაზიფულა ამინი, - ავღანეთის მეორე პრეზიდენტი! ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ამინი ცდილობდა ავღანეთში, აშშ-სა და პაკისტანის ინტერესების გატარებას, რამაც საბჭოთა კავშირის უკმაყოფილობა გამოიწვია და 1979 წლის 27 დეკემბერს, რუსული „კგბ-ს“ სპეცრაზმი შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში და მოახდინა ამინის ლიკვიდაცია)! - ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით ქართველმა „პუწინისტებმა და მიშისტებმა“! რუსებმა, როცა დასჭირდათ შორეულ ავღანეთში დასაჯეს ის, „ვინც უნდოდათ“ და ყურისძირში, საქართველოში ვერ შესძლებდნენ იგივეს გაკეთებას, რომ „მართლა სდომებოდათ“?! იცით რა, რუსებმა ხელი უნდა აიღონ, ჩვენი ქვეყანის გახლეჩვაზე და სხვა საკითხებზე, რაზეც უნდათ ვისაუბროთ! ხოლო, თუ სააკაშვილის „ზუბი“ აქვთ, მათ ბრწყინვალედ იციან, სად და როგორ არის იგი!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 2
#2   ბადრი გოგია
      
ბატონო ჯუმბერ, საინტერესო პარალელი მოგყავთ : პროამერიკულობის გამო მოსკოვი მართალია ერთნაირად გაუბრაზდა ავღანელ ამინსა და ქართველ სააკაშვილს, მაგრამ პირველ შემთხვევაში საბჭოთა სპეცრაზმმა მოახდინა ამინის ადგილზე ლიკვიდაცია, მეორე შემთხვევაში კი სააკაშვილს ნიავიც არ გაჰკარებია, სამაგიეროდ დააქუცმაცა საქართველო. ანუ ბატონი ჯუმბერი მიგვანიშნებს, რომ პუტინს აწყობდა და დრესაც აწყობს სააკაშვილი, როგორც თავისი ქმედებების საბაბი. ამ მინიშნებას სავსებით ვეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ მოტანილ ავღანურ და ქართულ შედარებებში გვაქვს თავისებურებანიც :
1. დრო, კონტექსტი და სახელმწიფო პასუხისმგებლობანი სხვა იყო მაშინ.
მოსკოვი ავღანეთის დაქუცმაცებით გადაიმტერებდა ავღანელთა პრორუსულ ნაწილსაც კი. ერთი კაცის ლიკვიდაცია იაფი და იოლი საქმე იყო.
2. პუტინს კი ნაპოლეონის სინდრომთან ერთად სჭირდა ორპოლარული მსოფლიოს დაბრუნების კომპლექსი და ეს სააკაშვილის ომში ჩაბმით შეძლო.
3. პუტინს სჭირდებოდა სააკაშვილი საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლადაც
3. ავღანეთში დასაყრდენად არ არსებობდნენ აგრესიული სეპარატისტები
4. სააკაშვილს პატრონობდნენ ამერიკელები სპეციალური ხელშეკრულებით, ინსტრუქტაჟით და დაცვით. სააკაშვილის ლიკვიდაცია ამიტომ არც ადვილი იყო და არც რუსული ახირება.
5. პუტინმა ინტერვენცია გაამართლა ოს-აფსუების ეროვნული უფლებების "დარღვევების" აღმოფხვრის სურვილით და მხოლოდ ის ტერიტორიები შეიერთა.
7 თებერვალი 2019 14:00
#1   ნინო
      
მეც მიფიქრია, რომ ვისი მოშორებაც ჭირდებათ, მათთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
და კიდევ, ირონიულად მეღიმება, როცა საუბარია ჩვენივე ტერიტორიებზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ჩვენზე გადმობრალებაზე. ზოგადად,საკუთარ ტერიტორიაზე ომს არავინ იწყებს,რადგან ის საკუთარი ტერიტორიაა, ომს მხოლოდ სხვისი ტერიტორიებისთვის იწყებენ. აფხაზეთი და სამაჩაბლო დღემდე არ არის აღიარებული სუვერენულ სახელმწიფოებად და არც რუსეთის შემადგენელ ნაწილებად. ასე რომ, ალოგიკურია, როცა ამბობენ _ საქართველომ ომი დაიწყო.
11 აგვისტო 2018 02:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი