პრემიერ მინისტრმა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში ახალ გუბერნატორებს წარადგენს
09-08-2018, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში ახალ გუბერნატორებს წარადგენს.

 


„ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ ახალ გუბერნატორებს. ისიც მინდა განვმარტო, რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ ჩვენს რეგიონებში გუბერნატორები. ერთიანად მოხდება წარდგენა ახალი გუბერნატორების საზოგადოებისთვის“, აღნიშნა ბახტაძემ, რომელმაც შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

 

 

„იმ მიზნებიდან გამომდინარე რაც ჩვენს მთავრობას აქვს დასახული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, ჩვენ საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ 26 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ მისი მთავრობა მთლიანად ცვლის რეგიონული მართვის სისტემას, რადგან დღეს არსებული სისტემა გამოწვევებს ვერ პასუხობს.

 


„ჩვენ ვცვლით მთლიანად რეგიონული მართვის სისტემას, გადავდივართ ახალ რეჟიმზე და ახალ სტრუქტურაზე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში დავნერგავთ, მათ მიეცემათ საშუალება რომ დაგვანახონ შედეგი, დაგვანახონ ეფექტური მუშაობა და რა თქმა უნდა, ჩვენ იმაზე კი არა ვართ ორიენტირებულები, რომ ძალიან მცირე პერიოდულობით გადაავადგილოთ ადამიანები, არა. ჩვენ ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ დავნერგოთ ახალი ეფექტური სისტემა. თუ ადამიანები შეძლებენ ამ ახალ ეფექტურ სისტემაში თავიანთი შედეგის ჩვენებას მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სისტემაზე, რომ მოსახლეობასთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი. სამწუხაროდ, დღეს არსებული სისტემა ამ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. ის ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე პოსტებს შეინარჩუნებენ, მათ ექნებათ საშუალება, პირველ რიგში მოსახლეობას აჩვენონ, რომ ისინი ამ ახალ სისტემაში ეფექტურად ფუნქციონირებენ“, აღნიშნა ბახტაძემ.

 

 

მისი თქმით, რეგიონული მმართველობა ვერ პასუხობდა შესაბამის მიზნებს, ამიტომ ეს მიმართულება გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გადაინაცვლა საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში, რეგიონული მართვის მიმართულებას კი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც პრემიერ მინისტრის მრჩეველი იყო რეგიონული განვითარების საკითხებში.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი