საქართველოს პრემიერ მინისტრი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფები გაიყვანოს
09-08-2018, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფები.

 

 

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა შეასრულოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობებით ნაკისრი ვალდებულება, რაც სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალის გაყვანას გულისხმობს.

 

 

„რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი. მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე, რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები მაშინ აფრთხილებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოსი - რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, ხოლო სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიოთანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და შესაბამისად, მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში.

 

 

აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში, მე კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს და ბევრი არ საუბრობს 90-იან წლებზე. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების 90-იანი წლების დასაწყისშივე - მაშინ, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა შემდეგ თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს.

 

 

ეს არის ჩემი შეფასება, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეფასება. რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და კიდევ ერთხელ მსურს განვმეორდე, რომ მათ აქვთ აღებული ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან ისევე, როგორც ამას ითვალისწინებს ეს საერთაშორისო შეთანხმება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი