მამუკა ბახტაძე: ის გზა, რომელზეც საქართელო დგას, გამოწვევებითაა აღსავსე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, მოსახლეობის განწყობა ერთია - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
09-08-2018, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 10 წლის წინ გავლილი დღეები იყო ტრაგიკული და ამ დღეებმა „კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც დგას საქართველო და დგას მტკიცედ, გამოწვევებითაა აღსავსე, მაგრამ, ამავე დროს, გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული“.


პრემიერის თქმით, შეხვდა იმ ოჯახებს, რომლებმაც ომის დროს ოჯახის წევრი დაკარგეს. ბახტაძემ აღნიშნა, რომ „განწყობა ერთია - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.


„10 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთი აგრესია მიიტანა. ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. რუსული აგრესია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი და ათობით ათასი დევნილი მოუშუშებელი ტკივილია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები და ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც დგას საქართველო და დგას მტკიცედ, გამოწვევებითაა აღსავსე, მაგრამ, ამავე დროს, გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი პასუხი ამ აგრესიასა და გამოწვევაზე არის მშვიდობა და ევროპული ხარისხისა და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. მე ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრები მქონდა, მათ შორის, იმ ოჯახებთან, რომლებმაც დაკარგეს ძმები, დები, მშობლები, მეგობრები. მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განწყობა ერთია - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის გახორციელება და ამ პროგრამებს, აუცილებლად, მოგახსენებთ. აქვე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შვიდ აგვისტოს საქართველოში ჩამოვიდნენ ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ვიცე პრემიერი. ამასთან ერთად, ყველა ჩვენმა მოკავშირე ქვეყანამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, კიდევ ერთხელ, მკაფიო განცხადება გააკეთეს. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მათ ამ დღეებში გვაჩვენეს“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი