მოკლულია ორსული ქალი, მისი ერთი წლის გოგონა და „ჰამასის“ მებრძოლი ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად
09-08-2018, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მას შემდეგ რაც ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა იქნა გაშვებული, ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზაში სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 



ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯაფარავის ტერიტორიაზე ორსული ქალი და მისი ერთი წლის ქალიშვილი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებებს ჰამასის ჯარისკაციც ემსხვერპლა. დაზარალებულია სდეროთის რამდენიმე მოსახლეც.


ეს ძალადობრივი ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გაერო და ეგვიპტე ისრაელსა და ჰამასს შორის (ისლამისტური ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს ღაზას) ცეცხლის შეწყვეტის პროცესში შუამავლის როლის შსრულებას შეეცადა.


გაეროს ახლო აღმოსავლეთის დესპანმა, ნიკოლაი მლადენოვმა განაცხადა, რომ ის „უაღრესად აღშფოთებულია“.


„ამ მომენტამდე, ჩვენი კოლექტიური შრომის წყალობით, სიტუაცია მშვიდი იყო. თუ მოვლენების ამჟამინდელ განვითარებას მალევე არ მივხედეთ, სიტუაცია გაუარესდება ყველას საუბედუროდ“, განაცხადა მლადენოვმა.


ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ძალადობა მოჰყვა ღაზაში ჯარისკაცების მიერ ისრაელის ტექნიკის მიმართულებით ცეცხლის გახსნას. აღნიშნულის შემდეგ, ისრაელმა პასუხი ტანკების საშუალებით გასცა, რასაც ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები მოჰყვა. რაკეტებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასის სამხედრო ფრთამ აიღო.


ისრაელის თადვაცვის ძალებმა „ტვიტერზე“ განაცხადეს, რომ სამხედრო საავიაციო ხომალდებმა 140 მეტი ლოკაცია, მათ შორის, იარაღის მწარმოებელი და სამარაგო შენობები და ქარხნები, მიზანში ამოიღეს.


„ისრაელის ეს ნაბიჯი გუშინ ღამე მომხდარი რაკეტებით თავდასხმის პასუხია“, წერია განცხადებაში.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 150-მდე რაკეტაა გაშვებული.


ღაზა-ისრაელის საზღვარზე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არაერთ შეტაკებას ჰქონდა ადგილი.


ისრაელის ძალებმა 160 პალესტინელზე მეტი დახოცეს ათასობით პალესტინელების პროტესტებისას, რომლებიც პალესტინელი დევნილების „ახალ ისრაელში“ დაბრუნებას ითხოვდნენ. ადამიანთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ისრაელის სამხედრო ძალები ძალადობაში დაადანაშაულეს, თუმცა, ისრაელი სამხედროების მტკიცებით, მათ ცეცხლი თავდაცვის მიზნით გახსნეს.


ამავდროულად, პალესტინელმა სნაიპერმა ერთი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლა, როდესაც ბუშტებსა და ფრანებზე მიმაგრებული ცეცხლის გამჩაღებელი მოწყობილობებით პალესტინელებმა სამხრეთ ისრაელის ტერიტორიის 3 000 ჰექტარი გადაწვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი