ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია - იგი სექტემბრიდან აქციების გაგრძელებას აპირებს
09-08-2018, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და სექტემბრიდან აქციების გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. სარალიძე  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირის, მათ შორის თენგიზ კალანდიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გამოეხმაურა. 

 


„ჩვენს ქვეყანაში ისევ სუფევს შერჩევითი სამართალი. დღევანდელი ფაქტი რაც მოხდა, სასამართლო დარბაზიდან დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირების გათავისუფლება, ეს იყო უკვე მეტისმეტი და ძალიან გადაჭარბებული არამარტო სასამართლოს მხრიდან, არამედ პროკურატურის მხრიდანაც.

 

 

პირდაპირ შემიძლია ვთქვა - გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით, იქედან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძე გამოიყვანონ მწყობრიდან. ზაზა სარალიძეს ესენი მწყობრიდან ვერ გამოიყვანენ. აბსოლუტურად ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები სამართლებრივი წესით, სამართლებრივი წესით დავუმტკიცებ მე ამათ, რომ შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში. არც გამკვირვებია, რაც შაბათ დღეს მოხდა, ჩემი, ქ-ნი ელისო კილაძის, ბ-ნი მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენ დაგვადანაშაულეს პირდაპირ ცრუ დასმენით - ხელისუფლებამ გადასცა პირდაპირ გერმანიის ფედერაციას, რომ ტერორისტობაში ეჭვმიტანილი ვიყავით - სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, მაგალთად, ჩემი შვილის მკვლელების ეს დანაშაულის დამფარავი იქნება თუ მკვლელები იქნებიან, რომ გაათავისუფლონ სასჯელიდან.

 

 

მე არ ვაპირებ უკან დახევას, ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ერთი შემიძლია პირდაპირ ვთქვა  - წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე პირადად და არამარტო მე, ბ-ნი მალხაზიც და ქ-ნი ელისოც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვართ ამ ხელისუფლებისგან. ჩემს სიცოცხლეს, ფაქტია, რომ უკვე საფრთხე ემუქრება. მთელი სახელმწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, თვითონ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. ბოლომდე ვიბრძოლებ და პირდაპირ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, სექტემბრიდან მე პირადად ვაპირებ აქციების გაგრძელებას, რაშიც დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა არამარტო იმაში, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნას, არამედ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი ჩვენს ქვეყანაში", განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი