თავდაცვის მინისტრმა „ღირსეული პარტნიორის“ სასწავლო უბნები მოინახულა
10-08-2018, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამ სწავლებების ფარგლებში ჩვენი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან უფრო მაღლდება, კომუნიკაცია სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო ღრმავდება, პროფესიონალიზმი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები უფრო ძლიერდება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, რომელმაც „ღირსეული პარტნიორი 2018“ მიმდინარეობას გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად დღეს დილიდან აკვირდებოდა.

 

 

ლევან იზორიას თქმით, საქართველო მსგავს სწავლებებს მომავალში მეტი ინტენსიურობით, პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობითა და თანამონაწილეობით გააგრძელებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაზიანში სტუმრობა IV მექანიზებულ ბრიგადაში განთავსებული სწავლების მრავალეროვნული შტაბის მონახულებით დაიწყეს, შემდეგ კი, ამერიკული UH60 „შავი ქორის“ ვერტმფრენით ყველა სასწავლო უბანი დაათვალიერეს. ვერტმფრენში იმყოფებოდნენ ასევე, საერთაშორისო სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და პოლკოვნიკი ენტონი ფურნიე. ვერტმფრენიდან სასწავლო უბნების დათვალიერების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი საველე ჰოსპიტალის მუშაობასაც დააკვირდნენ და პირად შემადგენლობას გაესაუბრნენ.

 

 

საველე ჰოსპიტალიდან ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანით „მარდერი“ მე-11 პოლიგონზე გადაადგილდა და ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეების შეტევით ოპერაციას დაესწრო.

 

 

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. სწავლება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი