„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა
11-08-2018, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის მეხუთე სასროლეთზე საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა საბრძოლო სროლებით. სწავლებაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ. წვრთნის პირველ ეტაპზე სიმაღლეზე გამაგრებულმა ქვედანაყოფებმა თავდაცვითი ამოცანები შეასრულეს. მომდევნო ეტაპზე კი კონტრიერიში განხორციელდა, რა დროსაც ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საინჟინრო დაბრკოლებები გადალახეს. სწავლებაში ჩართული იყო მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერები“. ქვედანაყოფებმა კომბინირებული დაბრკოლებების გადალახვისას სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები გამოიყენეს. აშშ-ის II საკავალერიო პოლკის ჯარისკაცებმა მავთულხლართები და სხვა სახის დაბრკოლებები ე.წ. ბანგალური ტორპედოებით დახმარებით გაარღვიეს. ქართულმა ქვედანაყოფებმა კი ამოცანის შესასრულებლად სპეციალური მანქანა IMR2 გამოიყენეს.

 

 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი