გიორგი მარგველაშვილი: 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან
11-08-2018, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, წერია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 


„11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან.

 

 

ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ დღეს, როცა ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა.

 

 

ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მადლობა და დიდება მათ სახელებს და მათ ხსოვნას", ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი