ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობისა და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი
11-08-2018, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინდისის ბრძოლიდან 10 წლისთავზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინი შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

 

 

ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობისა და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი.

 

 

„იმ 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელის უკვდავსაყოფად ჩვენ, მთავრობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ აშენდეს მემორიალი, რომელიც გმირების მარადიულ მოგონებას უზრუნველჰყოფს. სწორედ მათი გმირობა ჩვენი ერის არსებობისა და მომავალი გამარჯვებების საფუძველია", განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა თავდაცვის მინისტრთან ერთად მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17 ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის მშენებლობის შესახებ. როგორც ნუგზარ ჭავჭავაძემ აღნიშნა მონუმენტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

 

 

საქრთველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მემორიალის მშენებლობისთვის 530 000 ლარი, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყო.

 

 

დღესვე, შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინეს, რის შემდეგაც გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ეპარქიის სამღვდელოებამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ და მთავარმა კაპელანმა დეკანოზ დავით ლონდარიძემ გადაიხადეს.

 

 

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი