მიხეილ სააკაშვილი: 10 წლის წინ, ამხელა არმია დაგვესხა თავს და ვალუტის კურსი იყო 1.64 - თუ ივანიშვილი გაგრძელდა საქართველოში, მალე 4 იქნება
11-08-2018, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ვარდნას ეხმაურება.

 

 

როგორც მან „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი 2008 წლის ომის პერიოდშიც კი, შენარჩუნებული იყო.

 

 

სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარი გახდება.

 

 

„ლარის კურსმა ისევ დაიწყო მკვეთრად ვარდნა და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია, თუმცა, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, საქართველოს ჰყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით.

 

 

ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ომის დროს და შემდგომ, ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის კურსი და ჩემს დროს ვალუტის კურსი იყო 1.64 და ახლა არის, რაც არის და თუ ივანიშვილი გაგრძელდა, ღმერთმა არ ქნას, საქართველოში, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, თუ თქვენ არ ჩაერთეთ და ისევ მიეცით საშუალება, რომ იყიდოს არჩევნები, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი იქნება მინიმუმ 4, მე ვიცი, რაზე ვსაუბრობ. ჩემს დროს იყო 1.64, ივანიშვილის დროს მალე იქნება 4, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები ყველამ, ვიმოძრაოთ ყველამ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა", აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი