ხათუნა ლაგაზიძე: „სალომე ზურაბიშვილი სრულიად განიარაღებულია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი; აქედან გამომდინარე, შეუძლებელია „ოცნება“ არ ფიქრობდეს სხვა კანდიდატზე“
13-08-2018, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ ვიცი, ეს თვითლუსტრაცია იყო თუ ხელისუფლებამ მოახდინა მისი ლუსტრაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, სალომე ზურაბიშვილი სრულიად განიარაღებულია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია „ოცნება“ არ ფიქრობდეს სხვა კანდიდატზე ან საკუთარი წიაღიდან, ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატზე“, აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 


მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი წიაღიდან კანდიდატის შერჩევა ძალიან გაუჭირდება, „იმიტომ, რომ ინტერესთა ბევრი ჯგუფია და ერთის გაძლიერებას შეიძლება წინ კატეგორიულად აღუდგეს სხვა ჯგუფი“.

 


„უაღრესად რთული იქნება ყველა ჯგუფისა და საზოგადოებისთვისაც მისაღები კანდიდატურის შერჩევა. რა რჩება „ქართულ ოცნებას“ გამოსავლად? ის, რომ სხვა კანდიდატებში ეძებოს მხარდაჭერის ობიექტი, ასეთ ობიექტად კი დღეს არსებულთაგან უსუფაშვილის გარდა, არავინ ჩანს, თუმცა ვნახოთ... მოკლედ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ცუდად დაიწყო და თუ „ქართული ოცნება“ მაინც ჯიუტად გააგრძელებს მის ლობირებას, არ არის გამორიცხული, ხელისუფლების გადაბარების პროცესი მართლაც დაიწყოს. იმედია, „ოცნებაში“ აცნობიერებენ ამ გამოწვევას“, აცხადებს ლაგაზიძე და განაგრძობს:

 


„გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, 76 საარჩევნო კომისიაში ე.წ. დამოუკიდებელ ვაკანსიებზე „ქართული ოცნების“ შტაბისა თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა ახლობლები დანიშნეს. მაგალითად, საბურთალოზე აირჩიეს კრწანისის ოლქის თავმჯდომარის ცოლი და ა.შ. - გამოდის „ქართული ოცნება“ სრული ძალითა და საარჩევნო რესურსით, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაც, ემზადება არჩევნებისთვის, მაგრამ ვისთვის აპირებს ამ ყველაფრის გამოყენებას, არ ჩანს... არა მგონია, ამ არჩევნების ბედი მათთვის უმნიშვნელო იყოს. საქმე ის არის, რომ თუ ამ არჩევნებში გაიმარჯვა რეალურად ოპოზიციურმა კანდიდატმა, ის აუცილებლად გახდება 2020 წლის არჩევნებისთვის ანტისახელისუფლებო კოალიციის ლიდერი როგორც პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, რაც საბედისწერო იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება ბრინჯივით დაიშალოს“.

 

 

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „ოცნებაში“ ისედაც არის ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესთა რამდენიმე ჯგუფი და დაპირისპირება მით უფრო იმატებს, რაც მეტად მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. „შესაბამისად, არ არის გამორიცხული, განაწყენებულები ახალი პოლიტიკური ცენტრის ორბიტაზე გადაბარგდნენ, რომელიც აუცილებლად ჩამოყალიბდება, თუ მართლაც ოპოზიციური კანდიდატი გახდება პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი პრეზიდენტი უფლებრივად ძალიან შეზღუდულია, ის იქნება ყველაზე დიდი ლეგიტიმაციით არჩეული პირი, რომელსაც კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას, იყო ერის ლიდერი... ასეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში არასდროს ყოფილა - არჩევნები, როდესაც ხელისუფლება ობიექტურად ყველაზე ახლოს დგას მარცხთან, მაგრამ, იმავდროულად, ოპოზიციაშიც არ იკვეთება არც გამარჯვების რესურსის მქონე კანდიდატი. მოკლედ, ქვეყანაში სრული პოლიტიკური უნაყოფობაა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ „ოცნებისთვის“ სულერთია, ვინ გახდება პრეზიდენტი. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ გამოწვევა ბევრი აქვს, შესაბამისად, ის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას თავს არ აარიდებდა, თუ იძულებული არ გახდებოდა“, აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი