შალვა ნათელაშვილი: ლარის თამაშის მთავარი მიზეზი ყაჩაღი ბანკებისა და ივანიშვილის საბანკო მანიპულაციაა - მათ რამდენიმე ასეული მილიონის მოხსნის ახალი მიზეზი ნახეს
13-08-2018, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ საკუთარი მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვების პროცესის გაცნობისა და ხალხთან შეხვედრის შემდეგ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის „თამაშის“ მთავარი მიზეზი ივანიშვილისა და „ყაჩაღი“ ბანკების საბანკო მანიპულაციებია. მანვე დაამატა, რომ თურქული ლირის კურსის ცვლილება ლართან არანაირ კავშირში არ არის და ივანიშვილმა და მისმა გუნდმა „რამდენიმე ასეული მილიონის მოხსნის ახალი მიზეზი“ ნახეს.

 


„მთავარი მიზეზი ლარის თამაშისა, რაც ივანიშვილის მოსვლის შემდეგ წესად იქცა, არის ყაჩაღი ბანკებისა და ოლიგარქების საბანკო მანიპულაცია, რითაც ისინი მილიონებს შოულობენ. ამისათვის ივანიშვილი ნებისმიერ მოვლენას იყენებს, როგორიც არის, ახალ ზელანდიაში მეტეორის ჩამოვარდნა, ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევა და ეხლა იყენებენ თურქული ლირის კურსთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომელიც არანაირ რყევას არ უნდა იწვევდეს. ვინაიდან ჩვენ არ გაგვაქ თურქულ ბაზარზე საქონელი, იმათი ვალუტის კურსის ცვლა ჩვენ არ უნდა გვეხებოდეს. ჩვენ რომ გაგვქონდეს მზა პროდუქცია, როგორც თურქებს შემოაქვთ ჩვენთან, მაშინ მათი ვალუტის კურსის ცვლილება პირდაპირ აისახებოდა ჩვენსაზე. ივანიშვილმა ნახა ახალი მიზეზი, რომ რამდენიმე ასეული მილიონი მოხსნას. მოგეხსენებათ, ბანკები, სავალუტო და საფინანსო ინსტიტუტები მათია და ეს ყველაფერი წუთებში კეთდება. ამ ყველაფერს, შემდეგ, სერიოზული გამოძიება დასჭირდება, რათა გაირკვეს, რამდენი მილიარდი მიითვისა ამ წლების განმავლობაში ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, მისმა ქართუ ბანკმა და მისმა ხაზარაძეებმა. არ იფიქროთ, რომ ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ. ისინი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და დიდი ფულის გასაკეთებლად საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი