გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნებისთვის“ სახელის სასწრაფოდ გამოცვლას და მისთვის „კრიმინალების ორგანიზებული თანამეგობრობის“ დარქმევას მოითხოვს
13-08-2018, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ლეჩხუმში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანამ ეროვნული ხელისუფლება არ მოვა ქვეყნის სათავეში, საქართველოს არაფერი არ ეშველება. ვაშაძე „ქართული ოცნებისთვის“ სახელის სასწრაფოდ გამოცვლას და მისთვის „კრიმინალების ორგანიზებული თანამეგობრობის“ დარქმევას მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ „ეს არც ქართულია, არც ოცნება და არც ხელისუფლება არის“.

 


„შემოქმედმა ყველაფერი გააჩინა იმისათვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს რაჭაშიც და ლეჩხუმშიც - გვაკლია ერთადერთი რამ, ამ ქვეყანას აკლია ერთადერთი, აკლია ეროვნული ხელისუფლება. სანამ ეროვნული ხელისუფლება არ მოვა სათავეში, რომლისათვისაც მთავარი იქნება საქართველოს მოქალაქის განათლება, ჯანდაცვა, სამუშაო ადგილი და პერსპექტივა, ჩვენ ქვეყნას არაფერი არ ეშველება. ე.წ. „ქართულ ოცნებას“ სასწრაფოდ უნდა გამოუცვალონ სახელი და არ ვიცი რა უნდა დაარქვან - კრიმინალების ორგანიზებული თანამეგობრობა, რაღაც ასეთი, იმიტომ რომ ეს არც ქართულია, არც ოცნება არის, არც ხელისუფლება არის, არც პროფესიონალიზმია, არც ცოდნა არის და არც ქვეყნის სიყვარულია“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი