ახალი ზელანდიის პარლამენტმა სახლების უცხოელებზე მიყიდვა აკრძალა
16-08-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ახალი ზელანდიის პარლამენტმა, „საზღვარგარეთის ინვესტიციების ცვლილებების“ კანონი მიიღო, რის მიხედვითაც უცხოელებს არსებული სახლების ყიდვის უფლება ჩამოერთვათ - ამ გზით, მთავრობა ცდილობს სახლები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარი მოქალაქეებისთვის. კანონპროექტს 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 57 იყო.

 


როგორც BBC იუწყება, ეს აკრძალვა არარეზიდენტებს ეხებათ. თუმცა, უცხოელებს, რომელთაც ახალი ზელანდიის რეზიდენტობა გააჩნიათ და ასევე ავსტრალიელებსა და სინგაპურელებს - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამო - ეს აკრძალვა არ ეხებათ.

 


დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა, საცხოვრებლების შეზღუდულმა რაოდენობამ და იმიგრაციამ უძრავი ქონების ფასების მატება გამოიწვია, რის გამოც ბევრი მოქალაქისთვის სახლები მიუწვდომელი გახდა.

 


არარეზიდენტებს ეკრძალებათ გარკვეული ტიპის სახლების ყიდვა, თუმცა შეეძლებათ შეზღუდული ინვესტიციების ახალ ბინებში განხორციელება.

 


ახალი ზელანდიის ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, დევიდ პარკერმა, ეს კანონი „მნიშვნელოვან მიღწევად“ შეაფასა.

 


„ეს მთავრობა თვლის, რომ ახალი ზელანდიის მოქალაქეებს არ უნდა აჯობონ მდიდარმა უცხოელმა მყიდველებმა. იქნება ეს ტბისპირა, ოკეანის სანაპიროსთან მდებარე უძრავი ქონება თუ გარეუბნის მოკრძალებული სახლი, ეს კანონი გარანტიას იძლევა, რომ უძრავი ქონების ბაზარი ახალი ზელანდიისა და არა - საერთაშორისო“, განაცხადა პარკერმა.

 


ამ კანონის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ეს აკრძალვა საჭირო არ იყო და არაფერს შეცვლის.

 


ბოლო 10 წლის განმავლობაში, ახალ ზელანდიაში სახლებზე საშუალო ფასმა 60%-ით იმატა, ხოლო ოკლენდში, რომელიც ზელანდიის უდიდესი ქალაქია, სახლების ფასი თითქმის გაორმაგდა.

 


ივნისის თვეში სახლების 82% ახალი ზელანდიის მოქალაქეებმა ან რეზიდენტებმა იყიდეს, ხოლო უცხოელებმა - სახლების 3%-ზე ნაკლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი