თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ჰუმანიტარული შემოწირულობა გაიღო. ლანჩხუთის საკრებულომ, აპარატის ყველა თანამშრომელმა ფულადი თანხა 1675 ლარის ოდენობით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა.
ლანჩხუთის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ა(ა)იპ-ებმა 5 ათასზე მეტი ლარი შეაგროვეს, რითაც სხვადასხვა სახის პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები შეიძინეს.
სამ ტონამდე ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც წუხელ შუაღამისას ლანჩხუთიდან თბილისში "ტრაილერის" ტიპის მანქანით ჩავიდა, თბილისში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, პარლამენტარი თემურ ჩხაიძე და რამდენიმე ლანჩხუთელი დახვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.