IV მექანიზებულ ბრიგადაში 2019 წელს დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლება "LOGDEV 19" სამუშაო შეხვედრა გაიმართა
20-08-2018, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

IV მექანიზებულ ბრიგადაში 2019 წელს დაგეგმილი ლოგისტიკის მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება "LOGDEV 19" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

 

სემინარს აშშ-ის ევროპის სარდლობისა და გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენლები ატარებენ. სამუშაო შეხვედრა სწავლების წინამოსამზადებელ პერიოდს ეფუძნება და საქართველოს, აშშ-ის, იტალიის, ბოსნიის, ფინეთის, მაკედონიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ქვეყნების ლოგისტიკის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებიან.

 

 

სემინარის ფარგლებში ლოგისტიკისა და გადაზიდვების სპეციალისტები (ოპერატორები) მომზადდებიან და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკის განვითარების პროგრამას, ნატოს პოლიტიკასა და კონცეფციებს უკეთ გაეცნობიან. მრავალეროვნული ლოგისტიკური სამეთაურო-საშტაბო "LOGDEV 19" სწავლება მიზნად ისახავს ლოგისტიკის პერსონალის მომზადებას მრავალეროვნული ოპერაციების დაგეგმარებაში, აღსრულებაში, ძალთა გადასროლასა და უზრუნველყოფაში. ლოგისტიკის პერსონალს შესაძლებლობა ექნება კრიზისებისა და მრავალეროვნული სწავლების დროს პარტნიორი ქვეყნების კონტინგენტისთვის განახორციელონ მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის მიღების, განთავსებისა და შემდგომში გადაადგილების (RSOM) და გადასროლილი ქვედანაყოფების კოტრაქტების ოპერაციები.

 

 

სამუშაო შეხვედრა დღეს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი