ნიკა მელია: 6 წლის თავზე, მილიარდერი ივანიშვილი სეტყვისაგან დაზარალებულ „კახელებს ეუბნება, რომ არც ერთი თეთრის და არც ერთი ლარის ღირსი არ ხართო“
20-08-2018, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთში სეტყვისაგან დაზარალებულ მოსახლეობას ვენახებში შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და საქართველოს დღევანდელი „მილიარდერი ხელისუფალი“ მწვავედ გააკრიტიკა, განაცხადა რა რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილი სეტყვისაგან მოსავალგანადგურებულ „კახელებს ეუბნება, რომ არც ერთი თეთრის და არც ერთი ლარის ღირსი არ ხართო“.

 


„80 პროცენტი მოსახლეობისა, ვისაც გაუნადგურდა აქ ეხლა მოსავალი, ვალად ჰქონდათ შხამ-ქიმიკატები აღებული. და ამ შხამ-ქიმიკატების ვალის გასტუმრებას აპირებდნენ მას შემდეგ, როდესაც მოსავალს მოიყვანდნენ. და ამ დროს რას აკაეთებს მილიარდერის ხელისუფლება, მილიარდერი ხელისუფალი რას აკეთებს?! ამბობს, რომ არ გეკუთვნით, არ გეკუთვნით კომპენსაცია, ვერ დაგეხმარებით. მაგრამ ახლა გავიხსენოთ, რას აკეთებდა და ამბობდა 2012 წლის აგვისტოში. მაშინდელმა ხელისუფლებამ 150 მილიონი ლარი აუნაზღაურა მოსახლეობას სრულად, კომპენსაცია - 1 500 ლარი თითო ოჯახს. და ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ტელევიზიით, ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წლის აგვისტოს და თქვა, რომ 1 500 ლარი არის სასაცილო თანხა და უნდა გაიცეს 4 000 ლარი, 3 500 ლარი, მთელი დღეები ამას იმეორებდა. როდესაც 150 მილიონი გამოყოფილი იყო, იმას დასცინოდა, 150 მილიონი რა არისო, 400 მილიონი უნდა გამოყოთო და დღეს, 6 წლის თავზე, კახელებს ეუბნება, რომ არც ერთი თეთრის და არც ერთი ლარის ღირსი არ ხართო“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი