„როგორ გვესმოდა „გათავისუფლება“, - „საბჭოთა ქართველს“ და „საბჭოთა ლიტველს“, ანუ, თავისუფლებას ვერ გამოისყიდი, თავისუფლება უნდა მოიპოვო“! - მოსაზრება
20-08-2018, 21:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის („ემგეუ“) ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავართ (1978 - 1983 წწ.) და უფროსი თაობის წარმომადგენლებს მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებდა სამხედრო კათედრა, სადაც სავალდებულო იყო დასწრება და გამოცდის ჩაბარება, რადგანაც აქ მიღებული შეფასება (ნიშანი) საატესტატო ნიშნების ჩამონათვალში შედიოდა! იყო შემთხვევები, როცა სამხედრო საქმეთა კათედრის გამოცდის ვერ ჩაბარების გამო, სტუდენტს უმაღლესი სასაწავლებლის დამთავრების დიპლომს არ აძლევდნენ და „საშემოდგომო გამოცდას“ აბარებინებდნენ.

 

 

მოკლედ, მეორე კურსზე გადავედი და იმავე სემესტრიდან (სექტემბერია) დამეწყო სამხედრო საქმეთა კათედრაზე ლექცია-სემინარები, აგრეთვე პრაქტიკულები (პლაცზე მარშირება, მოწყობა, „ხოხვა, პა-პლასტუნსკი“, სამხედრო-საველე სწავლება და სხვა)! რომ გითხრათ, რომ „აღფრთოვანებაში მომიყვანა სამხედო კათედრაზე მიღებულმა პირველმა შთაბეჭდილებებმა“, ნამდვილად ტყუილი იქნება. საქმე ის არის, რომ მე ჯარში გაწვეული არ ვყოფილვარ და სამხედო საქმეში არანაირი გამოცდილება არ მქონდა! ჩემი ამ შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ჩემს მეგობრებს გავუზიარე, ქართველ ბიჭებს, რომლებიც ჩემზე მაღალ კურსებზე სწავლობდნენ და უკვე დაგროვილი ჰქონდათ გამოცდილება და გაირკვა, რომ თითქმის არცერთი მათგანი, ამ „სამხედრო კათედრაზე“, არ დადიოდნენ (სემესტრში 2-3 ჯერ, ისიც ლექციებზე თუ შეივლიდნენ). თურმე, ერთგვარი „ტრადიცია შეუქმნიათ“ ჩვენს წინამორბედ ქართველ სტუდენტებს, რაც გამოიხატებოდა 2-3 ბოთლი ქართული კონიაკის „მირთმევაში“, ანუ ქრთამის („ვზიატკა“!) მიცემაში, სამხედრო კათედრის ოფიცერ-პედაგოგებისათვის! დიახ, პოლკოვნიკები და მაიორები, იშვიათად კაპიტნები იყვნენ „ემგეუს" პრესტიჟული სამხედრო კათედრის თანამშრომლები! ჰოდა, მეც „გაკვალული ტრადიციული გზით გადავწყვიტე სიარული“, რაშიც ჩემი მეგობარი ის ქართველი სტუდენტები დამეხმარნენ, რომელებიც ჩემს უშუალო პედაგოგს მაიორ სავჩენკოს კარგად იცნობდნენ, რომელთანაც ადრეც „არაერთხელ ჰქონდათ შეხება აღნიშნულ საკითხზე“!..

 

 

ჩემს შემთხვევაშიც, ყველაფერი დადებითად გადაწყდა და ეს პრობლემა მოგვარდა (3 ბოთლი „ვარციხე“ და მაიორ სავჩენკოს, - „საკუთარ შვილებზე მეტად ვუყვარდი“!)! ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩემი კურსის სტუდენტები სამხედრო კათედრისკენ მიემართებოდნენ, მე კი მათ გამოვემშვიდობე და რაღაც საქმეზე მივდიოდი, ჩემმა ლიტველმა თანაჯგუფელმა ალბინასმა მკითხა, - „კი მაგრამ, დჟუმბერ („ჯ“-ს, ვერ ამბობენ რუსულენოვანები), სამხედრო კათედრაზე რომ არ დადიხარ, რისი იმედი გაქვს, როგორ ჩააბარებ გამოცდას? გაცდენების გამო გამოცდაზე არ დაგიშვებენ“-ო! გაფრთხილებული კი ვიყავი, ქართველი ბიჭებისგან - „სიტყვა არ დაგცდეს სხვასთან, სამხედრო კათედრაზე „რომ მოგვარებული გვაქვს სიტუაციაო“, - მაგრამ, ეს ლიტველი კაი ბიჭი იყო, ვაჟკაცური და გავუმხილე „საიდუმლო“, ოღონდ დავაფიცე არავისთან წამოსცდენოდა! თანაც შევთავაზე, რომ მას უკვე მე „მოუკვარახჭინებდი“ საქმეს, თუკი იგივეს გააკეთებდა და კონიაკს „გაიღებდა“! ალბინასი ჩაფიქრდა, მერე მითხრა, ვიფიქრებ და ხვალ გეტყვი პასუხსო. კარგი თქო, ვუთხარი და დავშორდით ერთმანეთს, მე ჩემს საქმეზე წავედი, ის კიდევ - პლაცზე „სამარშიროვკოდ“!.. მეორე დღეს, როდესაც პირველი ლექცია დასრულდა, ალბინასმა („ლესნოი ბრატ“, ასე ვეძახდი ხუმრობით, ლიტველი პარტიზანების სახელს, რომლებიც ჩეკისტებს ებრძოდნენ!) გარეთ გამიყვანა უნივერსიტეტის ეზოში და თითქმის „ოფიციალური, მკაცრი ტონალობით“ განმიცხადა, - „დჟუმბერ, ჩემო მეგობარო, მე მირჩევნია პლაცზე 24 საათი ვიხოხიალო, ვიდრე ამ ღორ ოფიცრებს, ძვირფასი ქართული კონიაკი ვუზიდო და იგივეს გირჩევ შენ, ჯობია ვიწვალოთ და ასე ჩავაბაროთ გამოცდებიო“!!! სიმართლე გითხრათ, ისეთი ფორმით გააკეთა და ისე წარმოსთქვა ეს სიტყვები ლიტველმა 19 წლის ბიჭმა, რომ კინაღამ იმ წუთშივე დავთანხმდი, სინდისის ქეჯნის მაგვარი რაღაც ვიგრძენი... მაგრამ, მერე, რამოდენიმე წუთის შემდეგ, როცა წარმოვიდგინე ჩემი თავი პლაცზე „პა-პლასტუნსკი“ მოხოხიალე, ზამთარში, 10-15 გრადუს ყინვაში, ალბინასს ასე ვუპასუხე, - „ჩემო ძმაო, მესმის შენი, რომ გეთაკილება ეს საქციელი, არც მე მომწონს, მაგრამ, ის უფრო არ მინდა, რომ სიქა გამაძრონ მაგ დამპლებმა!! მირჩევნია რა, - კონიაკი ჩავაცეცხლო და „გავთავისუფლდე“ მაგათი ბრძანებების შესრულებისგან, შენც ამას გირჩევ“-თქო!! გამიგრძელდა საუბარი... ეს ამბავი ისე წარიმართა, რომ ლიტველი თავის აზრზე დარჩა და ქართველი კი, თავისაზე...

 

 

მხოლოდ, სსრკ-ს დანგრევის და ცნობილი მოვლენების განვითარების შემდეგ მივხვდი, რომ ალბინასი მართალი იყო, მე კი, მტყუანი... თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოიპოვო!!! ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი „ფილოსოფია“!!!

 

 

P.S. ამ მოგონებით, არავისთვის მიფიქრია „მორალის წაკითხვა“, არც არავის ვახვევ თავს, ჩემს მოსაზრებას... უბრალოდ, ერთი დასამახსოვრებრლი ეპიზოდი გავიხსენე სტუდენტური ცხოვრებიდან, რომელსაც, თითქმის 40 წლიანი „გადასახედიდან“ ჩემეული შეფასება მივეცი!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 2
#2   ვაჟა მალაღურაძე
      
ყველა ქართველი ამ შეხედულებას არც იმ დროს იზიარებდა და არც დღეს.
ბევრმა მათგანმა,მათ შორის მეც მსგავსად სამხედრო კათედრაც გაიარა და კეთილსინდისიერად არა მარტო პო-პლასტუნსკი იხოხა არამედ უმაღლესის წარმატებით დამთავრების შემდგომ, ოფიცერიც გახდა, ჯარშიც ორი წელი იმსახურა და მის შემდგომ სისტემატიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2-3 თვით სამხედრო შეკრებებსაც გადიოდა.
აღნიშნულს აკეთებდა არა იმიტომ რომ საბჭოთა ჯარი უყვარდა ან ძულდა,ან თავს ვერ აარიდებდა, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ ქართველებს მამა-პაპიდან ზრიდენ იმ გაგებით რომ ბრძოლა და მისი დაუფლება თვითეული მამაკაცის ვალია. და მერე საქართველოს რა? პრობლემა არა რუსების ან ამერიკელების სიძულვილში ან ლიტველების ქართველებზე უკეთესობაში, არამედ ის რომ ჯერ კიდევ ბევრს ვერ გაუცნობიერებია,რომ მისი მიზეზი ძალადობით ტვას მოხვეული ავტოკრატულ-პარტოკრატული პოლიტიკურ რეჟიმშია, რომელმაც ქართველებს საკუთარი სამშობლოს სიყვარული და რას ნიშნავს სინამდვილეში ქართველბა იმ დროშიც დაგვავიწყა და დღესაც პროსაბჭოურად აკრძელებს მას მის მარიონეტი ხელისუფლებით ხალხზე ზემოქმედებით.
20 აგვისტო 2018 23:08
#1   ბადრი
      
ბატონო ჯუმბერ, ნუ ნაღვლობთ, თქვენ მასინ სწორად მოიქეცით.
20 აგვისტო 2018 14:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი