ტრამპი შიშობს, რომ რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე გამოძიების ფარგლებში სპეციალურ პროკურორთან გაკეთებული მისი ნებისმიერი განცხადება შესაძლოა, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ბრალდებად იყოს გამოყენებული
21-08-2018, 10:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ იგი წუხს იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სპეციალურ პროკურორთან, რობერტ მიულერთან მის მიერ ფიცის ქვეშ წარმოთქმული ნებისმიერი განცხადება შესაძლოა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ბრალდებად იყოს გამოყენებული.

 


ახალი ამბების სააგენტო „როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპი გამოეხმაუარა რუსეთის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საკითხზე მისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის წუხილებს და გაფრთხილებებს იმის თაობაზე, რომ მიულერთან ნებისმიერი ფორმით დაჯდომა შესაძლოა, „ცრუ ჩვენების ხაფანგი“ აღმოჩნდეს.

 


პრეზიდენტმა გამოხატა შიში, რომ გამომძიებლებმა შესაძლოა შეადარონ მისი განცხადებები მათ ჩვენებებს, ვინც უკვე გამოძიებასთან ითანამშრომლა, მაგლითად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის განცხადებებს, და ნებისმიერი შეუსაბამობა შესაძლოა გამოყენებული იყოს მის წინააღმდეგ.

 


„ამგვარად, თუ მე ვთქვი რაიმე და მან [კომიმ] თქვა რაღაც, და ჩემი თქმული მისი ნათქვამის საწინააღმდეგო იქნება, და ის მიულერის საუკეთესო მეგობარია, ასე რომ, მიულერმა შეიძლება განაცხადოს: ‘კარგით, მე მჯერა კომის’, და მაშინაც კი, თუ მე სიმართლეს ვიტყვი, ეს მე გამომიყვანს მატყუარას. ეს არ არის კარგი“, უთხრა ტრამპმა „როიტერსს“.

 


მისი წუხილების მიუხედავად, ტრამპმა კომენტარი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, დათანხმდება თუ არა საბოლოოდ მიულერთან ინტერვიუს, რომელიც რუსეთის 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევას იძიებს და ასევე იმასაც, შეუშალა თუ არა ხელი ტრამპმა გამოძიების სამართლიანად წარმართვას.

 


ტრამპმა ასევე უარი თქვა გაეკეთებინა კომენტარი იმის შესახებაც, გეგმავს თუ არა მიულერსაც შეუზღუდოს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა, მსგავსად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის, ჯონ ბრენანისა, რომელმაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკრიტიკა ტრამპის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.

 


რუსეთი უარყოფს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და ტრამპიც ამას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და ამბობს, რომ არავითარ საიდუმლო გარიგებას მის საარჩევნო კამპანიასა და მოსკოვს შორის ადგილი არ ჰქონია.

 


ტრამპი მიულერის გამოძიებას არ ენდობა და სპეციალურ პროკუროს და მის გუნდს მიკერძოებულს უწოდებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი