„ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი მარათონი ლისის ტბაზე გაიმართა
21-08-2018, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მხარდამჭერი კამპანია გრძელდება. დღეს კამპანიის ფარგლებში ლისის ტბაზე 9 კმ-იან დისტანციაზე გარბენი ჩატარდა, რომელშიც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრის დასასრულს, გარბენში გამარჯვებული სამეული გამოავლინეს. პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურემ, უფროსმა ლეიტენანტმა ონისე ქისტაურმა დაიკავა, მეორე ადგილზე პირველი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, სერჟანტი გიორგი ბოჭორიშვილი გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლი, კაპრალი ლევან კვანჭიანი გახდა.

 


მარათონი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

„ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია 17 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოფიციალურად დაიწყო. ამ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში სამხედრო მოსამსახურეებმა „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღმართეს. წელს „ძლიერთა თამაშებს “ ავსტრალია, ქალაქი სიდნეი 20-27 ოქტომბერს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი