მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ჩამოსვლაში ხელს, ვერც ივანიშვილის მუქარები და ვერც გოგაშვილის შეცვლა ვერ შემიშლის
21-08-2018, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ  „ფეისბუქში“ წერს, რომ ივანიშვილი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს ეძებს, რადგან ზურაბიშვილის კანდიდატურა ჩაუვარდა და ასევე ივანიშვილს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოვლაში ხელს, არც მისი მუქარები და არც გოგაშვილის შეცვლა არ უშველის.

 

 

„ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა.ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას-ხან ვის სთავაზობს,ხან ვის... ვინც არ უნდა დააყენოს,ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!

 


ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან.. რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის...გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს-ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა“, წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი